Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Belkin-მა წარადგინა სამი მოწყობილობა BoostCharge სერიაში: ახალი აქსესუარები, რომლებიც განკუთვნილია iPhone-ების დატენვისთვის უსადენო გზით. 

image.png 

კერძოდ, გამოვიდა მოწყობილობა BoostCharge Wireless Charging Vent Mount. ეს არის ავტომობილში გამოსაყენებელი მობილური სამაგრი, რომელიც მაგრდება კლიმატური დეფლექტორის ზონაში ცენტრალურ პანელზე. აქსესუარი დაახლოებით 60 აშშ დოლარი ღირს. 

image.png 

მეორე მოწყობილობაა BoostCharge Wireless Charging Pad. ეს არის მრგვალი პლატფორმა, რომელზეც სმარტფონი განთავსდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. მოწყობილობა გამოვა შავ და თეთრ ვარიანტებად და ეღირება 30 დოლარი. 

image.png 

image.png 

მესამე მოწყობილობაა დამტენი სადგამი BoostCharge Wireless Charging Stand. იგი საშუალებას იძლევა სმარტფონი განთავსდეს სასურველ პოზიციაში, ვთქვათ, მულტიმედია მასალების საყურებლად მოსახერხებელ მდგომარეობაში. ეს მოწყობილობაც შავ და თეთრ ვარიანტებადაა წარმოდგენილი და 50 აშშ დოლარი ღირს. 

image.png 

სამივე დამტენში გამოყენებული Qi ტექნოლოგია, რომელიც მაგნიტური ინდუქციის მეთოდს ემყარება. დაშვებულია 3 მილიმეტრამდე ქეისი მქონე სმარტფონებით სარგებლობა. 

ცნობილია, რომ ახალ მოწყობილობები თავსებადია შემდეგ მოდელებთან: iPhone XS, iPhone XS Max, iPhone XR, iPhone X, iPhone 8 და iPhone 8 Plus.  

image.png 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.