Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

სააგენტო NASA-ს თანამშრომლებმა გამოქვეყნეს უნიკალური ვარსკვლავური ვიდეოტლასი, რომელზეც აღბეჭდილია 4 ათასზე მეტი ეგზოპლანეტა. ეს პლენეტები სხვადასხვა ქვეყნის ასტრონავტებმა აღმოაჩინეს 1991 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე. აღმოჩენები უმეტესად Kepler და TESS ტელესკოპების დამსახურებაა. 

ვიდეოატლასი წარმოდგენილი ფერებითა და ხმებით. მასში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩნდება აღმოჩენილი ეგზოპლანეტები. ტელესკოპ Kepler-ში გამოყენებულია ტექნოლოგია, რომელიც რადიალური სიჩქარს საფუძველზე ზომავს შორეული პლანეტების მოძრაობასა და შეფერილობების მახასიათებლებს. 

ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდია ტრანზიტული ფოტომეტრია. იგი გულისხმობს ვარსკვლავის გამკრთალების შესწავლას დროის გარკვეულ პერიოდში. დაკვირვების პროცესში ფიქსირდება, რამდენად გამკრთალდა და ჩაბნელდა ვარსკვლავი იმ დროს, როდესაც მასა და დედამიწას შორის პლანეტამ ჩაიარა. 

ცხრაწლიანი მუშაობის შემდეგ ტელესკოპმა Kepler-მა მოღვაწეობა დაასრულა. მის მოვალეობებს მისი კოსმოსური თანამოძმეები  - ჰაბლი და ჯეიმს უების ტელესკოპი შეასრულებენ. ეს უკანასკნელი ორბიტაზე 2021 წელს გავა. Kepler-ის არარსებობას აგრეთვე აკომპენსირებს თანამგზავრი Transiting Exoplanet Survey Satellite (TESS), რომელიც ასევე დაკავებული ახალი ეგზოპლანეტების ძიებით. ცნობილია, რომ მოქმედების დაწყების პირველივე წელს TESS-მა 700-ზე მეტი ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. 

საინტერესო და შთამბეჭდავი ვიდეოატლასი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=aiFD_LBx2nM 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.