Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია TrendForce-ის ქვეგანყოფილება DRAMeXchange-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს თავიანთი ექსპერტული მოსაზრება მეხსიერების ფასის დინამიკის შესახებ ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში DRAM-ისა დაNAND მეხსიერებების წარმოება სიმტკიცის გამოცდის წინაშე დადგა. ივნისის შუა პერიოდში ავარიულად გაჩერდა ქარხანა Toshiba WDC, რომელიც უშვებდა NAND-ფლეშ მეხსიერებას, ივლისის დასაწყისში კი იაპონიამ გაართულა სამხრეთ კორეისთვის ნახევრადგამტარი წარმოებისათვის აუცილებელი სამი საბაზისო მასალის მიწოდება. ცხადია, მალე ბაზარზე ნაკლები ახალი DRAM დაNAND მეხსიერება იქნება წარმოდგენილი. გამოიწვევს თუ არა ეს მოვლენა ფასების აწევას ოპერატიულ მეხსიერებასა და SSD-ზე? 

image.png 

დაკვირვებებისა და მდიდარი გამოცდილების საფუძველზე DRAMeXchange ვარაუდობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში DRAM-ზე ფასები არ შეიცვლება. ფასი გაიზარდა მხოლოს ნაღდი ფულით შეძენისას და სწრაფი გარიგებების შემთხვევაში, ე.წ. სპოტ-ბაზარზე. ეს ბაზარი მოიცავს მსოფლიო წარმოების ოპერატიული მეხსიერების მხოლოდ 10%-ს, 90% კი კონტრაქტულ ბაზარს უკავია. უკვე გამოშვებული მეხსიერების მოდულების ინვენტარის დიდ მარაგს შეძლია მოაგვაროს წარმოქმნილი უსიამოვნებები, თუმცა მეხსიერების მოდულები ზოგიერთმა მწარმოებელმა უკვე დაიწყო პროდუქციაზე ფასის აწევა ან მიწოდების შემცირება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი DRAM-ზე ფასები კვლავ გააგრძელებს კლებას - დარწმუნებულნი არიან ანალიტიკოსები. 

რაც შეეხება NAND მეხსიერების ბაზარს, რომელიც ერთდროულად დაზარალდა Toshiba-ს ქარხნის შემთხვევისა და იაპონიის მიერ შეზღუდვის გამო - ამ მოვლენებმა უკვე მოახდინა ფასების ზრდის პროვოცირება ზოგიერთ NAND-პროდუქციაზე. მომწოდებლების უმეტესობას ორი-სამი თვის მარაგი კიდევ დარჩენილი აქვს, ამიტომაც არ ჩქარბენ ფასების აწევას და დაკავებულნი არიან საწყობების დაცარიელებით. წლის მესამე კვარტალში მოსალოდნელია SSD-ებზე ფასის მცირე მატება, თუმცა წარმოების პრობლემების გადაჭრა ფასებს კვლავ შემცირების ტენდენციისკენ მოაბრუნებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.