Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის შეირაღებული სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ მომდევნო წელს დაიწყება ახალი საბრძოლო რობოტექნიკის გამოცდა. ეს იქნება იმ ტექნოლოგიების დემონსტრაცია, რომელთაც ამერიკული არმია მომავალში გამოიყენებს.

რობოტიზებული მანქანები აწყობილია М113 პლატფორმაზე და მათ მართვას განახორციელებენ ჯარისკაცები პროექტ MET-D-ის (Mission Enabler Technologies-Demonstrators) დახმარებით.

მანქანა აღჭურვილია კამერებითა და დისტანციური სამართავი „კოშკით“, მართვას ეკიპაჟის წევრები განახორციელებენ სენსორული პანელების მეშვეობით.

download.png

ტესტირების პირველი ეტაპი დაიწყება მარტში კოლორადოში, ფორტ-კარსონში და მასში ჩართული იქნება მანქანები - ორი MET-D და ოთხი RCV. თითოეულ MET-D-ს გააკონტროლებს მძღოლი და 5 ჯარისკაცი. ისინი მოგვიანებით მანქანის მანევრირებას შეაფასებენ. აშშ-ის სამხედრო პოტენციალის გაზრდის სახმელეთო ტრანსპორტის სისტემების ცენტრი და მომდევნო თაობის საბრძოლო მანქანების ექსპერტების მრავალფუნქციური ჯგუფი შეისწავლის შედეგებს და შეიტანს კორექტივებს მათი მომდევნო ტესტირებებისთვის.

გამოცდის შემდეგი ეტაპები ბევრად მასშტაბური იქნება: 2020 წლის მაისში ქვეითი ერთეული ტესტირებებს ევროპაში ჩაატარებს. გამოცდების მესამე ფაზა 2023 წელსაა დაგეგმილი და მაში ჩართული იქნება ექვსი МЕТ-D და ოთხი М113 RCV, აგრეთვე ოთხი საშუალო და მძიმე RCV.

ამერიკული არმია რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ჯავშნიანი რობოტების შექმნაზე, თუმცა გამოცდებში მონაწილე მანქანები რეალური რობოტები არ არის. ეს გამოცდები მიმართულია არა იმისაკენ, რომ გამოვლინდეს მანქანების შესაძლებლობები, არამედ ის, თუ როგორ გამოიყენებენ მათ ოპერატორები. https://hightech.fm/2019/07/14/us_army

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.