Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

EPFL-ის (ლოზანის ტექნიკური უნივერსიტეტი) ინჟინრებმა დააპროექტეს რობოტი Tribot-ები, რომელთაც შეუძიათ ძალისხმევა გააერთიანონ მასშტაბური ამოცანების შესასრულებლად. ინჟინრებმა რობოტების შექმნისას შთაგონება მიიღეს ჭიანჭველების ორგანიზებული ერთობლივი შრომისგან, სადაც თითოეულ ინდივიდს შეუძია გაინაწილოს მზვერავის, მებარგულის, გზის გამყვანის ან ხელმძღვანელის ფუნქცია - იმის მიხედვით, თუ რა მისია აქვთ შესასრულებელი. რობოტექნიკოსებმა გაითვალისწინეს სერიოზული დაბრკოლებების გადალახვის რეჟიმიც - დიდი ნახტომები ბარიერების გადასალახად. 

თითო Tribot 10 გრამს იწონის, აქვს პლასტმასის კარკასი, რომელიც აწყობილია სამნაწილიანი ორიგამის სტილში. თითოეული ნაწილზე, „ფურცელზე“ მიმაგრებულია ზამბარები და მეხსიერების მოწყობილობები იმ ფორმით, რომ რობოტს შეუძლია სწრაფად დაიკეცოს ან გასწორდეს - ამ იმპულსს იგი მოძრაობისათვის იყენებს. ტრიბოტებს ინფრაწითელი სენსორებიც აქვთ და უსადენო კავშირის მოდულიც, რათა დაბრკოლების აღმოჩენისას ინფორმაცია გადასცენ სხვა რობოტ-ჭიანჭველებს.  

image.png 

Tribot-ების მთავარი ღირსებაა დავალების კოლექტიურად შესრულება. მაგალითად, შესაძლებელია რამდენიმე რობოტი გაემართოს დაზვერვაზე, რათა განსაზღვროს გზაზე არსებული დაბრკოლებების სირთულეები  და ააგოს სამოძრაო მარშრუტი თუნდაც რამდენიმე ერთეულის გაწირვის ფასად. ტრიბოტები ასევე ახდენენ მოქმედების სინქრონიზაციას და აერთიანებენ ძალებს, როდესაც საჭიროა რაიმე მსხვილი ნივთის გადაადგილება.  

image.png 

მინირობოტები საკმაოდ მოუქნელები, თუმცა მარტივი და იაფია, მისიისას რამდენიმე რობოტის დაკარგვა კი ხელს არ უშლის დაკისრებულისთვის თავის გართმევას. ტრიბოტების გუნდს შეუძლია შეაღწიოს იქ, სადაც უფრო დიდი და სრულყოფილი რობოტი ვერ შევა. ამ პატარებს არ შეუძლიათ უბედურების ზონიდან ადამიანის გამოყვანა, თუმცა თავად კონცეფცია შესაძებელია საფუძვლად დაედოს მომავლის რობოტექნიკის განვითარებას. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.