Jump to content

Recommended Posts

Posted

წყლისა და ენერგიის ნაკლებობა ერთმანეთთანაა კავშირში. თუკი არ არსებობს საკმარისი რაოდენობის წყალი - ვერ გამომუშავდება ორთქლი, რომელიც ელექტროსადგურის ტურბინების მოძრაობისთვის აუცილებელია. თუკი არ არსებობს ენერგია - არ მუშაობს წყლის ამოსატუმბი მოწყობილობები. უდაბნოში კი, სადაც არ არის წყალი, ვერაფრით გადაირეცხება მზის ბატარეები, რაც გამომუშავებული ენერგიის მინიმიზაციას იწვევს. ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა გადაწყვიტეს საუდის არაბეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტებმა.

solnechnye-paneli-na-vode.jpg

არაბმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეიმუშავეს საკმაოდ იაფი ტექნოლოგია: როდესაც მზის ბატარეა მუშაობას და ელექტროენერგიის გამომუშავებას იწყებს, სისტემა დამატებით მორჩენილ სითბოს ქვევით, დაბინძურებული წყლის მილებისკენ გადასცემს. იგი ცხელდება, გარდაიქმნება ორთქლად და გადაადგილდება კონდენსაციის ზონაში. ხდება დისტილაციის, გაფილტვრის პროცესი, იწმინდება წყალი, ამასთან გადაცემული სითბო არ იფანტება, არამედ კვლავ სისტემას უბრუნდება გათბობა-გაგრილების შემდგომი ციკლისთვის.

2016 წელს ზღვის წყლის გამტკნარება უზრუნველყოფდა სასმელი წყლის მარაგის 3%-ს ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ მასზე მოდიოდა რეგიონის მერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 5%. ახალი ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბევრად ეფექტურად - რეგიონში ბევრი დაუსახლებელი ადგილია, სადაც დაყენდება წყლის გამტკნარების ახალი ტიპის სადგურები. ახალი ტექნოლოგიით ერთროულად ორი რამ მიიღწევა - ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყარო და სასმელად ვარგისი გაფილტრული წყალი.

https://www.techcult.ru/technology/7033-novye-solnechnye-paneli-ochishayut-vodu-vmeste-s-vyrabotkoj-elektrichestva

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.