Jump to content

Recommended Posts

Posted

Facebook მომხმარებლებისთვის უშვებს ექსპერიმენტალური აპლიკაციების ახალ ბრენდს - „NPE Team, from Facebook“. (NPE ნიშნავს ექსპერიმენტირებას ახალ პროდუქტებთან - new product experimentation). გუნდი დაკავდება ახალი აპლიკაციების შექმნით iOS-ის, Android-ისა და ინტერნეტისათვის, განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდება ისეთ სამომხმარებლო სერვისებზე, რომლებიც წააგავს Microsoft Garage-ში არსებულს.

სიახლის შესახებ განთავსებულ ბლოგში კომპანია აღნიშნავს, რომ „გადაწყვიტა გამოიყენოს ეს ცალკეული დამოუკიდებელი საფირმო ბრენდი, რათა დაადგინოს რა მოლოდინი აქვთ მომხმარებლებს. NPE Team-ის აპლიკაციები სწრაფად შეიცვლება ან დაიხურება, თუკი კომპანია შეიტყობს, რომ ისინი სასარგებლო არ არის მომხმარებლებისთვის“.

Facebook-ისთვის აპლიკაციებში ექსპერიმენტირება უცხო არ გახლავთ. კომპანიის ისტორია სავსეა მიტოვებული, დავიწყებული პროდუქტებით, რომლებიც Facebook-მა გამოუშვა ან შეიძინა არსებობის მანძილზე. ასეთ აპლიკაციებს შორისაა Moments (ყველა ფოტოს ერთ ადგილას შეგროვების აპლიკაცია), Notify (სიახლეების გამოწერა), Lifestage (Snapchat-ის კლონი), Poke (Snapchat-ის კიდევ ერთი კლონი), Slingshot (Snapchat-ის მესამე კლონი), Tbh (ანონიმური სოციალური ქსელების აპლიკაცია), Moves (ფიტნეს-აპლიკაცია) და Hello (დილერი Android-ს მომხმარებლებისთვის).acastro_180522_facebook_0001.0.jpg

ცალკეული ჯგუფის შექმნა, რომელიც მოახდენს ახალი სერვისების ექსპერიმენტირებას და თანაც დაშორებული იქნება Facebook-ის მთავარი ბრენდისაგან, გონივრულ იდეად გამოიყურება. Facebook-ს ამგვარი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს მოსინჯოს ახალი სერვისების შექმნა ნაკლები ზეწოლის ქვეშ, ხოლო თუკი რაიმე გეგმის მიხედვით ვერ იმუშავებს, ეს არ ხელყოფს მთლიანად Facebook-ბრენდს.

ჯერჯერობით არაფერი თქმულა იმის შესახებ, როდის ამოქმედდება NPE Team, თუმცა დიდი ალბათობით პირველი სერვისების გამოჩენამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. 

https://www.theverge.com/2019/7/9/20687760/facebook-experimental-apps-npe-team-label-launch-ios-android-web

 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.