Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

დიდი ზომის აეროპორტებში დაშვებისას კომერციულ თვითმფრინავებში უკვე ხდება ავტომატური დაშვების სისტემის გამოყენება - ამ დროს ავტოპილოტი მიჰყვება დედამიწაზე არსებული სპეციალური მოწყობილობების რადიოსიგნალებს. თუმცა მცირე ზომის აეროპორტებში მსგავსი რამ ამ დრომდე არ არსებულა. 

გერმანიის ხელისუფლების ფედერალური პროგრამის ფარგლებში მიუნხენისა და ბრაუნშვიგის ტექნიკური უნივერსიტეტების სპეციალისტებმა შეიმშავეს პატარა აეროპორტებში ავტომატური დაშვების ტექნოლოგია. იგი ემყარება GPS სისტემას, თუმცა სამწუხაროდ მისგან მიღებული კოორდინატები ხშირად არასაკმარისად ზუსტი და საიმედოა ორიენტირებისათვის. ჯამში, თუკი თვითმფრინავი დაეყრდნობა მხოლოდ GPS-ს, მიწაზე დაშვებისას პილოტს ისევ მოუწევს მართვის ხელში აღება. 

ამ შეზღუდვის გვერდის ასავლელად, სხვა დანარჩენ განათების წყაროსთან ერთად სპეციალისტები გვთავაზობენ თვითმფრინავების აღჭურვას ინფრაწითელი კამერით. აეროპორტთან მიახლოებისას თვითმფრინავის პროგრამული უზრუნველყოფა აანალიზებს კამერებიდან მიღებულ ვიდეოინფორმაციას, ამასთან, ადგენს მის ადგილმდებარეობას ასაფრენ ზოლთან მიმართებაში. GPS-მონაცემებთან ერთად ეს ინფორმაცია ავტოპილოტის მიერ გამოიყენება თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებისთვის. 

image.png

მაისის ბოლოს სისტემა გამოიცადა საველე პირობებში, რომლის დროსაც მოხდა მსუბუქძრავიანი მოდიფიცირებული თვითმფრინავის, Diamond DA42-ის დაშვება მცირე ზომის აეროდრომზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.