Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

გასულ წელს ახალბედა სტუდია Mobile Pixels-მა აამოქმედა ქრაუდფანდინგი პროექტ Duo-სთვის -  ეს იყო ლეპტოპისთვის დამატებითი მოძრავი ეკრანის დაკავშირების იდეა. სტარტაპმა მოაგროვა Kickstarter-ზე 860 ათასი დოლარი და Indiegogo-ზე 1.2 მლნ დოლარი, რამაც საშუალება მისცა დაეწყო კომერციული წარმოება „Duex”. შემდგომში მომხმარებლების სურვილის მიხედვით მწარმოებლებმა დაიწყეს უკვე ორ დამატებით ეკრანზე მუშაობა პროექტის ფარგლებში - Trio. 

ისევე, როგორც წინა, Duo მოდელის შემთხვევაში, მყარი ჩარჩო მაგრდება ლეპტოპზე არსებული მაგნიტების მეშვეობით, ჩარჩოზე კი ეკრანები განთავსდება. განსხვავება ის არის, რომ ამჯერად კონფიგურაციების ფართო სპექტრია ხელმისაწვდომი: შესაძლებელია დამატებითი დისპლეების მოტრიალება, სხვადასხვა დახრის კუთხით დაფიქსირეა, ალბომის ან პორტრეტის მდგომარეობაში დაყენება. საჭიროების არარასებობის შემთხვევაში მოხმარებელს შეუძლია გამორთოს დამატებით ეკრანი.  

image.jpeg 

ვერსია Tio 0.68 კილოგრამს იწონის და გათვლილია 13-14-დუიმიან ლეპტოპებზე, დამატებითი ორი ეკრანი 12.5-დუიმიანია და შესაძებელია თითოეული მათგანი 1080p გაფართოების მქონე იყოს. Trio Pro ვერსია კი 0.8 კგ-ს იწონის და განკუთვნილია 14-დუიმიანი მონიტორებისთვის, ეკრანების გაფართოება კი Full HD-მდე იზრდება. დამატებითი დისპლეები მთავარს უკავშირდება USB პორტებით, მონაცემთა გადაცემა კი ხორციელდება მესამე პორტით.  

ერთი სადგამისა და ერთი 12.5 დუიმიანი Trio დისპლეის შეძენა 179 დოლარი ჯდება, ორი მონიტორის მქონე კომპლექტის ფასი კი 349 აშშ დოლარია. უფროსი Trio Pro ვერსიის ფასი კი 199 და 389 დოლარია, შესაბამისად. კომერციული წარმოება 2020 წლისთვისაა ჩანიშნული. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.