Jump to content

Recommended Posts

Posted

Toyota იწყებს Prius-ისთვის ახალი მზის პანელებიანი სახურავის ტესტირებას, რომელიც, კომპანიის თქმით, 44.5 კილომეტრი მანძილის გავლის მარაგს დაუმატებს ჰიბრიდულ ელექტრომობილს. მზის ელემენტები, რომელსაც Sharp აწარმოებს, მხოლოდ 0.03 მმ სისქისაა, თუმცა უზრუნველყოფს დაახლოებით 860 ვატ სიმძლავრეს და შეუძია დატენოს ელექტრომობილი მოძრაობის პერიოდშიც. საყოველთაო გამოყენების გზებზე პანელების გამოცდა მიმდინარე თვეში დაიწყება, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის გამოვა კომერციულ წარმოებაში ასეთი ავტომობილი. 

image.jpeg 

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც Toyota თავის ავტომობილებში მზის ელემენტებს იყენებს. ჯერ კიდევ 2010 წელს კომპანიამ გაყიდვა გაუშვა პანელები, რომლებიც გამოიყენებოდა ავტომობილის აკუმულატორის დამხმარე დამტენად. განსხვავება ის არის, რომ ახალი პანელები ბევრად ეფექტურია. ისინი გამოიმუშავებენ წინა მოდელზე ხუთჯერ მეტ ენერგიას, შედეგად კი შვიდჯერ იზრდება მოქმედების ხანგრძლივობა. 

Toyota ამჟამად არ აწარმოებს სუფთა ელექტრომობილებს (თუკი არ ჩავთვლით წყალბადზე მომუშავე Mirai-), ასე რომ მზის პანლები ამჯერად განკუთვნილია მხოლოდ ჰიბრიდებისთვის. Toyota- ახსნა თავისი გადაწყვეტილება, თუ რატომ არის ჰიბრიდებზე კონცენტრირებული - კომპაის აზრით, თუკი გამოიყენებს თავის საწარმოო ძალებს დიდი რაოდენობით ჰიბრიდების გამოშვებისთვის, ამით იმაზე უფრო ეფექტურად შემცირდება მავნე აირების გამოყოფა, ვიდრე იმ შემთხვევაში, კომპანიას რომ სუფთა ელექტრომობილები ეწარმოებინა (საწარმოო ძალები ჯერჯერობით არ ჰყოფნის სუფთა ელექტრომობილების მასშტაბურ წარმოებას). თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს მთლიანად ელექტრო პლატფორმაზე მუშაობის გეგმაც: Subaru-სთან გამოცხადდა პარტნიორული შეთანხმება და შესაძოა Toyota- მთლიანად ელექტრო ავტომობილი მიმდინარე წლის ბოლოსკენ გამოვიდეს. 

image.jpeg

https://www.theverge.com/2019/7/5/20683111/toyota-prius-plug-in-hybrid-solar-roof-range-electricity-energy-environment 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.