Jump to content

Recommended Posts

Posted

ხელოვნური გრავიტაცია უკვე დიდი ხანია აღწერილია სამეცნიერო ფანტასტიის ჟანრის წიგნებსა და ფილმებში, მაგალითად „Space odyssey 2001”-ში. თეორიულად, მისი განხორციელება არ გამოირიცხება. თუმცა საქმე ჯერჯეობით რეალურად არ მივიდა ხელოვნური გრავიტაციის კოსმოსურ პირობებში გამოცდამდე. ვითარება შესაძლოა მალე შეიცვალოს CU Boulder-ის გუნდის ძალისხმევის წყალობით. 

image.jpeg

 

რისთვის არის საჭირო ხელოვნური გრავიტაცია 

სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ მარტივია და მთელი არსი ადამიანის ფიზიოლოგიაში მდგომარეობს. ადამიანის ორგანიზმი იმგვარადაა მოწყობილი, რომ იარსებოს ისეთ პირობებში, სადაც შინაგანი ორგანოები და ძვლოვან-კუნთოვანი აპარატი განიცდის მიზიდულობის ძალას. კოსმოსური სადგურის პირობებში ეს ზემოქმედება პრაქტიკულად არ არსებობს, რის გამოც სამომავლოდ ჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები. კუნთოვანი მასისა და სახსრების ტონუსში შენარჩუნება შესაძლებელია სპეციალურ ტრენაჟრებზე ვარჯიშით, მაგრამ შინაგანი ორგანოების მხრივ ვითარება რთულია. 

„ასტრონავტები განიცდიან ძლოვან-კუნთოვანი მასის დაკარგვას, ძლიერ დატვირთვას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და არიან მთელი რიგი რისკების წინაშე“ -  აცხადებს CU Boulder-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თორინ კლარკი.  – „რა თქმა უნდა, არსებობს მთელი რიგი სავარჯიშოები და წინასწარი ზომები ასტრონავტების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, თუმცა ხელოვნური გრავიტაცია ერთბაშად მოაგვარებდა ყველა არსებულ პრობლემას“. 

როგორაა მოწყობილ ხელოვნური გრავიტაციის შემქმნელი მოწყობილობა 

Cu Boulder-ის გუნდი თავიანთ ქმნილებას უწოდებს „ცენტრიფუგა მოქმედების მოკლე რადიუსით“. მოწყობილობა მოიცავს ლითონის პლატფორმას, რომელიც საავადმყოფო გადასაადგილებელ საწოლს მოგვაგონებს. მასზე წვება ადამიანი, რის შემდეგა პლატფორმა ბრუნვას იწყებს. თავდაპირველად იგი ნელა ბრუნავს, თანდათან კი სისწრაფე მატულობს. 

ცენტრიფუგას მიერ შექმნილი კუთხოვანი სიჩქარ სხეულს პლატფორმის ფუძისკენ 

უბიძგებს. ეს თითქმის იგივე, რომ მიწაზე იდგეთ“ - აცხადებს კლარკი.  

პლატფორმაზე მუშაობისას ინჟინრები სავსებით მოსალოდნელ პრობლემას წააწყდნენ: დიდი ხნით ბრუნვის გამო ადამიანს ღებინება ეწყება. თუმცა როგორც ირკვევა, ამ გვერდითი ეფექტისგან გათავისუფლება შესაძლებელია. გამოცდისას 10 სეანსის ემდეგ ყველა გამოსაცდელი პირი თავს კომფორტულად გრძნობდა და არ განიცდიდა არანაირ პრობლემას. გამოცდის მსვლელობისას ბრუნვის სიქარე წუთში 17-ს შეადგენდა. 

რატომ არ შეიძლება პლატფორმის გამოყენება დღესვე 

სანამ კოსმოსში მოწყობილობის ფართომასშტაბიანი გამოცდა დაიწყება, მეცნიერებს მთელ რი კითხვებზე ოუწევთ პასუხის გაცემა, მაგალითად: რამდენ ხანს გრძელდება ცენტრიფუგაზე მიჯაჭვით გამოწვეული ეფექტი, რა გავლენა ექნება ჯანმრთელობაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - რა დროის განმავლობაში უნდა მიიღოს ასტრონავტმა ეს „გრავიტაციული აბაზანა“ იმისათვის, რომ მოხდეს უწონადობის ყველა ნეგატიური შედეგის კომპენსირება. როგორც კი დამტკიცდება CU Boulder-ის მიერ შექმნილი პლატფორმის უსაფრთხოება და გონივრულობა, შესაძლებელი იქნება შეიქმნას პირველი მუშა მოწყობილობა კოსმოსის პირობებში ხელოვნური გრავიტაციის შესაქმნელად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.