Magdalena Posted July 3, 2019 Posted July 3, 2019 კომპანია ASRock Rack-მა წარადგინა ახალი დედა დაფა EPYC3251D4I-2T, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა დანიშნულების მქონე კომპაქტური სისტემების შექმნისათვის. დედა დაფა მიეკუთვნება Mini-ITX ფორმ-ფაქტორის დაფების რიცხვს: მისი გაბარიტებია 170 × 170 მმ. დაფას აქვს ცალკრისტალიანი პლატფორმა AMD EPYC 3101, რომელიც შეიცავს ოთხ Zen ბირთვსა და ოთხ ნაკადს. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.1 გჰც-ს, Turbo რეჟიმში კი აღწევს 2.9 გჰც-ს. პროცესორთან ერთად ერთ კრისტალზე განთავსებულია ყველა საჭირო კონტროლერი, ასე რომ EPYC3251D4I-2T დაფაზე ცალკეული ჩიპსეტი არ არის მოცემული. პროცესორის გაგრილებას უზრუნველყოფს ალუმინის საკმაოდ მოზრდილი რადიატორი. აქვე განთავსებულია ოთხი სლოტი DDR4-2666 მეხსიერების მოდულებისთვის (256 გბ-მდე). ხელმისაწვდომია სრულზომიანი სლოტი PCI Express 3.0 x16 და ერთი სლოტი 110 მილიმეტრამდე ზომის M.2 მოდულისთვის, რომელსაც აქვს PCI Express 3.0 x4-სა და SATA III ინტერფეისების მხარდაჭერა. ქსელური კონტროლერი Intel X550-AT2 დედა დაფას უზრუნველყოფს ორი 10-გბ ქსელური პორტით. კონტროლერი ASPEED AST2500 უზრუნველყოფს დისტანციურ მართვას, აგრეთვე პასუხისმგებელია გამოსახულების გაშვებაზე. ASRock Rack EPYC3251D4I-2T დედა დაფის უკანა პანელზე სამ ქსელის პორტთან ერთად განთავსებულია D-Sub კონექტორი და ორი USB 3.0 პორტი. მწარმოებლის განცხადებით, დაფას აქვს შემდეგი x64 ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა: Windows Server 2016, Red Hat Enterprise Linux Server 7.4 / 7.6, CentOS 7.4/7.6 და Ubuntu 18.04.2. https://servernews.ru/990082
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now