Magdalena Posted July 2, 2019 Posted July 2, 2019 ევროკავშირის ტერიტორიაზე უკვე ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ელექტრომობილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ისეთივე ხმას გამოსცემს, როგორსაც ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილები. ახალი წესების მიხედვით აკუსტიკურმა სისტემამ ხმა უნდა გამოსცეს უკუსვლით მოძრაობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუკი გადაადგილდება 19 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ უკუსვლისას და დაბალ სიჩქარეზე მოძრაობისას ელექტრომობილები ქვეითად მოსიარულეებთან უშუალო სიახლოვეში იმყოფებიან და აუცილებელია ქვეითებს ესმოდეთ სატრანსპორტო საშუალებისგან გამოწვეული ხმაური. ელექტრომობილების მძღოლებს საშუალება ექნებათ გამორთონ ხელოვნური ხმაურის გამომცემი მოწყობილობა, თუკი აუცილებლობა არ მოითხოვს. ახალი წესები შემოღებულ იქნა იმის გამო, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები მეტად უხმაუროდ გადაადგილებიან, რაც პოტენციურ საფრთხეს ქმნის ქვეითებისთვის. ახალ რეგულაციებს განსაკუთრებით დადებითად შეხვდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც დახმარებას უწევენ მხედველობაშეზღუდულ პირებს. სატრანსპორტო გზების მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას სურს ელექტრომობილების უპირატესობა თითოეულ ადამიანს დაანახოს, ასევე თქვა, რომ ესმის ის პრობლემები, რასაც მხედველობადაქვეითებული პირები აწყდებიან. მინისტრის თქმით, ახალი მოთხოვნები „ქვეითებს თავდაჯერებულობას შესძენს გზების გადაკვეთისას“. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში დამტკიცებული პროგრამის თანახმად იგეგმება 2040 წლიდან საერთოდ აიკრძალოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა. დღესდღეობით ევროპის ბაზარზე არსებული, შიდაწვის ძრავის ალტერნატიული მანქანები ტრანსპორტის მთელი შემადგენლობის 6.6%-ია, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 5,6 % იყო. https://3dnews.ru/990000
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now