Magdalena Posted July 1, 2019 Posted July 1, 2019 Computex 2019-ის შემდეგ კომპანია AMD-მ მაშინვე დაიწყო ახალ 7-ნანომეტრიან Ryzen 3000 პროცესორებთან თავსებადი დედა დაფების ჩამონათვალის გამოქვეყნება. ცხრილში შესული დედა დაფები სხვადასხვა ლოგიკის ნაკრებზე იყო დაფუძნებული, თუმცა AMD A320 ჩიპსეტის მხარდაჭერის შესახებ არაფერი თქმულა. ითვლებოდა, რომ ბიუჯეტური დედა დაფების მიკროკოდში უბრალოდ არ იქნებოდა საკმარისი ადგილი ყველა თაობის Ryzen მხარდაჭერისთვის. თუმცა აღმოჩნდა, რომ დედა დაფების მწარმოებლები განსხვავებული აზრის არიან: საზოგადოება უკვე გახდა იმის მოწმე, როგორ მშვიდად მუშაობს Ryzen 5 3600 პროცესორი ASUS-ის დედა დაფაში AMD A320 ჩიპსეტზე. თუკი MSI-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს ეწვევით, აღმოაჩენთ დედა დაფების ჩამონათვალს, რომლებშიც რეალიზებულია 7-ნანომეტრიანი Matisse პროცესორების მხარდაჭერა BIOS-ის ბეტა-ვერსიის დონეზე. ამ ჩამონათვალში ფიგურირებს A320 ჩიპსეტზე არსებული დედა დაფა MSI A320I-S01-ც. ამრიგად, AMD-ის რეკომენდაციები MSI-სთვის არ წარმოდგენს სირთულეს - რეალიზდეს ბიუჯეტური, „უმცროსი“ დედა დაფების თავსებადობა ახალ 7-ნანომეტრიან Ryzen პროცესორებთან. https://overclockers.ru/hardnews/show/98001/msi-tozhe-obespechit-podderzhku-ryzen-3000-dlya-plat-na-osnove-amd-a320 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now