Jump to content

Recommended Posts

Posted

რამდენიმე 4K, 6K და 8K მონიტორის ერთდროულად მიერთება სულ უფრო ხშირად გვხვდება. შესაბამისად, DisplayPort-ის სპეციფიკაციებს განახლება ესაჭიროება. იგივე მოხდა სამი წლის წინაც: რმოდგენილ იქნა ვერსია DisplayPort 2.0, სიჩქარე თითქმის სამჯერ გაიზარდა. წინა ჯერზე ორგანიზაცია Video Electronics Standards Association-მა (VESA) განაახლა ეს სტანდარტი 2016 წელს. არსებული DisplayPort 1.4a ვერსიის სიჩქარე 25.9 გბიტი/წმ იყო, 2.0 ვერსიაში კი სიჩქარე 77.4 გბიტი/წამამდე გაიზარდა. 

image.jpeg 

ამჟამინდელი განახლება კარგი სიახლეა მაღალი გაფართოების მქონე ეკრანების მფლობელებისთვის. ახალი სტანდარტი პირველია 8K ფორმატის მხარდაჭერის მხრივ, განახლების სიხშირე 60 ჰერცია, აქვს HDR10 მხარდაჭერა Display Stream Compression-ის გამოყენებით (DSC). შესაძლებელია გამოსახულების გაშვება ორ ეკრანზე 8K 120 ჰც სიხშირით. 

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ბევრი პირადად ვერ დარწმუნდება ახალი სტანდარტის ღირსებებში. მითუმეტეს იმის გამო, რომ DisplayPort 2.0-ს შეუძლია გამოსახულების 16K (15360 х 8460 პიქსელი) ეკრანზე გამოტანაც 60 ჰერცი სიხშირითა და DSC-ით. აგრეთვე ესაძლებელია ერთროულად სამი ერთეული 4K მონიტორის მიერთება 90 ჰერცი სიხშირით.  

იხილეთ ხელმისაწვდომი კომბინაციების სრული ჩამონათვალი: 

ერთი ეკრანი: 

  • ერთი 16K (15360×8460) 60 ჰც 30 bpp 4:4:4 HDR  DSC) 

  • ერთი 10K (10240×4320) 60 ჰც  24 bpp 4:4:4 (კომპრესიის გარეშე) 

ორი ეკრანი: 

  • ორი 8K (7680×4320) 120 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR ( DSC) 

  • ორი 4K (3840×2160) 144 ჰც და 24 bpp 4:4:4 (კომპრესიის გარეშე) 

სამი ეკრანი:  

  • სამი 10K (10240×4320) 60 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (DSC) 

  • სამი4K (3840×2160) 90 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (კომპრესიის გარეშე) 

image.png 
DisplayPort 2.0-ს ახასიაებს თავსებადობა წინა სტანდარტებთან და აქვს ისეთივე ფუნქციონალური შესაძლებლობები, როგორიც Forward Error Correction (FEC), მეტამონაცემების გადაცემა HDR, USB Type-C დაThunderbolt 3. 

DP Alt Mode-ით  USB-C-ს გამოყენებისას, სადაც შესაძლებელია ერთდროულად გადაიცეს SuperSpeed USB მონაცემები და ვიდეო, ხელმისაწვდომია შემდეგი კონფგურაციები: 

  • სამი 4K (3840×2160) 144 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (DSC) 

  • ორი 4Kx4K (4096×4096) (AR/VR მოწყობილობებისთვის) 120 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (DSC) 

  • სამი QHD (2560×1440) 120 ჰც და 24 bpp 4:4:4 (კომპრესიის გარეშე) 

  • ერთი 8K (7680×4320) 30 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (კომპრესიის გარეშე) 

VESA  DisplayPort 2.0-ის მქონე პირველი პროდუქტების გამოშვებას 2020 წლის ბოლოს აპირებს. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.