Magdalena Posted June 30, 2019 Posted June 30, 2019 რამდენიმე 4K, 6K და 8K მონიტორის ერთდროულად მიერთება სულ უფრო ხშირად გვხვდება. შესაბამისად, DisplayPort-ის სპეციფიკაციებს განახლება ესაჭიროება. იგივე მოხდა სამი წლის წინაც: წარმოდგენილ იქნა ვერსია DisplayPort 2.0, სიჩქარე თითქმის სამჯერ გაიზარდა. წინა ჯერზე ორგანიზაცია Video Electronics Standards Association-მა (VESA) განაახლა ეს სტანდარტი 2016 წელს. არსებული DisplayPort 1.4a ვერსიის სიჩქარე 25.9 გბიტი/წმ იყო, 2.0 ვერსიაში კი სიჩქარე 77.4 გბიტი/წამამდე გაიზარდა. ამჟამინდელი განახლება კარგი სიახლეა მაღალი გაფართოების მქონე ეკრანების მფლობელებისთვის. ახალი სტანდარტი პირველია 8K ფორმატის მხარდაჭერის მხრივ, განახლების სიხშირე 60 ჰერცია, აქვს HDR10 მხარდაჭერა Display Stream Compression-ის გამოყენებით (DSC). შესაძლებელია გამოსახულების გაშვება ორ ეკრანზე 8K 120 ჰც სიხშირით. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ბევრი პირადად ვერ დარწმუნდება ახალი სტანდარტის ღირსებებში. მითუმეტეს იმის გამო, რომ DisplayPort 2.0-ს შეუძლია გამოსახულების 16K (15360 х 8460 პიქსელი) ეკრანზე გამოტანაც 60 ჰერცი სიხშირითა და DSC-ით. აგრეთვე შესაძლებელია ერთროულად სამი ერთეული 4K მონიტორის მიერთება 90 ჰერცი სიხშირით. იხილეთ ხელმისაწვდომი კომბინაციების სრული ჩამონათვალი: ერთი ეკრანი: ერთი 16K (15360×8460) 60 ჰც 30 bpp 4:4:4 HDR DSC) ერთი 10K (10240×4320) 60 ჰც 24 bpp 4:4:4 (კომპრესიის გარეშე) ორი ეკრანი: ორი 8K (7680×4320) 120 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR ( DSC) ორი 4K (3840×2160) 144 ჰც და 24 bpp 4:4:4 (კომპრესიის გარეშე) სამი ეკრანი: სამი 10K (10240×4320) 60 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (DSC) სამი4K (3840×2160) 90 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (კომპრესიის გარეშე) DisplayPort 2.0-ს ახასიათებს თავსებადობა წინა სტანდარტებთან და აქვს ისეთივე ფუნქციონალური შესაძლებლობები, როგორიც Forward Error Correction (FEC), მეტამონაცემების გადაცემა HDR, USB Type-C დაThunderbolt 3. DP Alt Mode-ით USB-C-ს გამოყენებისას, სადაც შესაძლებელია ერთდროულად გადაიცეს SuperSpeed USB მონაცემები და ვიდეო, ხელმისაწვდომია შემდეგი კონფიგურაციები: სამი 4K (3840×2160) 144 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (DSC) ორი 4Kx4K (4096×4096) (AR/VR მოწყობილობებისთვის) 120 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (DSC) სამი QHD (2560×1440) 120 ჰც და 24 bpp 4:4:4 (კომპრესიის გარეშე) ერთი 8K (7680×4320) 30 ჰც და 30 bpp 4:4:4 HDR (კომპრესიის გარეშე) VESA DisplayPort 2.0-ის მქონე პირველი პროდუქტების გამოშვებას 2020 წლის ბოლოს აპირებს. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/28004/anonsirovan-standart-displayport-20 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.