Jump to content

Recommended Posts

Posted

ლეპტოპი Dell XPS 15 უკვე ხელმისაწვდომია. განახლებულ მოდელში ერთ-ერთ თვალშისაცემ სიახლეს წარმოადგენს ვებ-კამერის განავსების ადგილი - ეკრანის ზედა ნაწილში. 

XPS 15 ლეპტოპის მოდიფიკაციების ფასები 1099 დოლარიდან იწყება, ოთხივე კონფიგურაცია შეიცავს Intel-ის მე-9 თაობის პროცესორებს, სწრაფ M.2 SSD NVMe-სა და 97 ვტ/სთ ბატარეას. მეტად გამოცდილი და სიმძავრის მოყვარული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით კარგი არჩევანი იქნება 1549-დოლარიანი მოდელი: მას განსაკუთრებით მძლავრი პროცესორი აქვს - Intel Core i7 9750H, აგრეთვე ვიდეო ბარათი Nvidia GTX 1650. ლეპტოპის მახასიათებლები შეესაბამება საწყისი დონის გეიმინგ-ლეპტოპის მახასიათებლებს. 

მოდიფიკაციებიდან ყველაზე მაღალი წარმადობის მოდელს აქვს 4K OLED დისპლეი (3840 x 2160). ეს ლეპტოპი კარგი არჩევანი იქნება მათთვის, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ფილმების ყურება: ლეპტოპი აღბეჭდავს 100%-იან ფერთა გამას - DCI-P3. ამ მოდიფიკაციის ფასი 1949 დოლარი იქნება. 

image.png 

Dell XPS 15 9560 — Dell XPS 13-ის გაფართოებული ვერსიაა უფრო დიდი დისლეითა და მეტი წარმადობით. 

დიზაინი: 

ლეპტოპის კორპუსი დაფარულია მატირებული ალუმინით, რომელზეც გამოსახულია Dell-ის ლოგოტიპი. ხელის დასადები ადგილი დამზადებულია ნახშიბადის ბოჭკოვანასგან, კლავიშები განთავსებულია ხელისთვის მოსახერხებლად. ლეპტოპში გამოყენებულია ნამდვილი ნახშირბადის ბოჭკოები და არა უბრალოდ ტექსტურირებული სტიკერი პლასტმასზე, როგორც ზოგიერთი ლეპტოპის შემთხვევაში. 

პორტები: 

Dell XPS 15 9560-ზე ხელმისაწვდომია: USB 3.0, USB Type-C, SD ბარათის სლოტი, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი, HDMI პორტი, Thunderbolt 3.1/USB Type-C. 
ეკრანი: 

15-დუიმიან ეკრანზე თავისუფლადაა შესაძლებელი განთავსდეს ორი სრულზომიანი ფანჯარა გევრდიგვერდ, თანაც გვერდების სიმეტრიის დარღვევის გარეშე. 

ლეპტოპი მხოლოდ 1.8 კილოგრამს იწონის, მისი ჩანთით ტარება არ იწვევს დისკომფორტს. 

დადებითი მხარეები: 

შესანიშნავი დისპლეი, მაღალი წარმადობა, ხარისხიანი დიზაინი, პორტატულობა. 

უარყოფითი: სუსტი დინამიკები. 

© TehnObzor 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.