Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ის თავის დამდეგ დაბადების დღეს დაკავდება ერთ-ერთი იმ ურთულესი პრობლემის მოგვარებით, რომელსაც Tesla-სთვის ყველაზე დიდი უსიამოვნებები მოაქვს - ეს პრობლემაა ლოგისტიკა. 

image.jpeg 

მასკს 48 წელი უსრულდება დღეს, 28 ივნისს, Twitter-ის მომხმარებლებმა ჰკითხეს, როგორ აპირებს დაბადების დღის გატარებას. მისი პასუხი იყო ისეთივე შრომისმოყვარეობის გამოხატულება, როგორიც ახასიათებდა მას ამ დრომდეც - მასკი თავის დაბადების დღეებს მუშაობაში ატარებს. 

გაქვ რაიმე დიდი გეგმები იუბილესთვის? ან იქნებ ოჯახთან ერთად დასვენებას აპირებთ?“ - ჰკითხეს მასკს. 

„ვმუშაობ Tesla-ს გლობალურ ლოგისტიკაზე“ - იყო პასუხი. 

ილონ მასკი ამ დრომდეც გაურბოდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნას. გასულ წელსაც მან ეს დღე მუშაობაში, მეგობრების გარეშე გაატარა. 

image.jpeg 

Tesla იმედოვნებს, რომ მეორე ფინანსურ კვარტალს დაასრულებს ელექტრომობილების მიწოდების რეკორდული მაჩვენებლით. ამისათვის აუცილებელია გადაილახოს 2018 წლის ბოლო კვარტლის მაჩვენებელი - იმ პერიოში მოხდა 90 700 ელექტრომობილის მიწოდება. 

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში მასკმა მიუთითა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დაწყობილად და გამართულად იმუშავეს გუნდი ლოგისტიკური ოპერაციების შესრულების დროს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.