Jump to content

Recommended Posts

Posted

მაგნიტურ-რეზისტორული MRAM მეხსიერების ყველაზე მტკივნეულ ადგილად მოიაზრება ჩაწერის დაბალი სიმჭიდროვე. მონაცემთა შესანახი სივრცეები საკმაოდ დიდია, წარმოების შემუშავებული ტექნოლოგია კი მათი შემცირების საშუალებას არ იძლეა. თუმცა პროგრესი ერთ ადგილას არ არის გაჩერებული. კომერციული STT-MRAM მიკროსქემების მომწოდებელმა კომპანია Everspin-მა განაცხადა, რომ წარმატებით წარიმართა  ამ დრომდე არსებულზე ოთხჯერ დიდი მოცულობის STT-MRAM ჩიპების საპილოტე ხაზის გამოშვება. 

image.jpeg 

ამ დრომდე Everspin უშვებდა 256-მეგაბიტიან, 40-ნანომეტრიან ჩიპებს. ახალი პროდუქცია კი გახლავთ 28-ნანომეტრიანი, 1 გბიტი მოცულობის მქონე STT-MRAM მიკროსქემები. ახალი საპილოტე პროდუქტების საცდელი გამოშვება გასული წლის ბოლოს დაიწყო, მასიური წარმოება კი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმება. 

STT-MRAM მეხსიერება საშუალებას იძლევა გამოიშვას ნაკლები შეფერხებისა და უფრო მეტი გამძეობის მქონე SSD და ქეშირებული ბლოკები. იმის გათვალისწინებით, რომ მწარმოებლებმა გამოუშვე SSD-ები 256-მეგაბიტიან მეხსიერებაზეც კი - შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ უფრო მეტ SSD მოდელს ვიხილავთ 1 გბიტიან STT-MRAM Everspin ჩიპებზე. 

image.jpeg 

ქეშირებული ამაჩქარებელი nvNITRO Accelerator Card 1 გბ STT-MRAM მეხსიერებით 

NAND და DRAM-იდან STT-MRAM მეხსიერებაზე გადასვლის მოსახერხებლობის გამო მიკროსქემები აღიჭურვება სტანდარტული 8-და 16-ბიტიანი DDR4 ინტერფეისით, რომელიც თავსებადია ST-DDR4 სტანდარტთან. კომპანია Everspin იტყობინება, რომ ახალი მეხსირების საკვალიფიკაციო ტესტები წრმატებულია და მეტად დაბალია საწარმოო წუნის დონე. სავარაუდოდ, ფლეშ-მეხსირებასთან დაკავშირებულ სამიტზე Everspin წარადგენს ახალ, მომდევნო მიღწევას STT-MRAM მეხსიერების განვითარების საკითხში. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.