Jump to content

Recommended Posts

Posted

სამომხმრებლო სექტორისთვის დისკრეტული ვიდეო ბარათები კომპანია Intel-მა 2020 წლის ბოლოს უნდა წარადგინოს, მათთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორები კი 10-ნანომეტრიანი ტექნოლოით უნდა იქნას წარმოებული. სამომავლო ბარათების ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა ტექნოგიგანტი მოხერხებულად აღვივებს მომხმარებლების ინტერესს პროდუქტებისადმი და იზიდავს გარეშე სპეციალისტებს კომპიუტერული ესკიზების შექმნისთვის. ამჯერად ვებ-გვერდ Weibo-ზე მოხდა Intel-ის სამომავლო დისკრეტული ვიდეო ბარათის კომპიუტერული მოდელის დემონსტრირება. 

image.jpeg 

მოცემულ ვარიანტში ბარათი წარმოდგენილი იყო ორვენტილატორიანი გაგრილების სისტემითა და გამჭვირვალე ზედაპირით. შუა მრგვალი ნაწილი დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს - მის ქვეშ ვენტილატორი არ არის. 

image.jpeg 

ესკიზის ავტორმა მანათობელი სექტორებით შეავსო ვიდეო ბარათის უკანა მხარეც, სადაც განთავსებულია ლითონის გამამაგრებელი ფირფიტა. 

image.jpeg 

დამატებითი კვების ორი რვაპინიანი კონექტორი გამოტანილია ბარათის გარეკანის საზღვარზე, მისი ჩარჩო შესრულებულია სამკუთხედის ფორმის ჭრილების მქონე ლითონისაგან. 

image.jpeg

უკანა პანელზე მოცემულია სივრცე სავენტილაციო ჭრილებისთვის, სამი DisplayPort-ის და ერთი HDMI კონექტორი. ვიდეო ბარათის გარეკანის სიგანისა და უკანა პანელის შესაბამისობის მიხედვით შესაძლებელი ვარაუდი, რომ გაგრილების სისტემა აღურვილი იქნება საკმაოდ დიდი ვეტილატორებით. რა თქა უნდა, წარმოდგენილი მოდელი მხოლოდ და მხოლოდ ესკიზია, თუმცა იგი საშუალებას იძლევა გავიგოთ მიმართულება Intel-ის დიზაინერული ხედვების განვითარებისკენ. 

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.