Magdalena Posted June 25, 2019 Posted June 25, 2019 ბრიტანულმა კომპანია Raspberry Pi Foundation-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი ლეგენდარული ერთდაფიანი მიკროკომპიუტერების მეოთხე თაობის წარმომადგენელი - Pi 4. რელიზი შედგა მოსალოდნელზე ნახევარი წლით ადრე იმის გამო, რომ SoC-ის მწარმოებელმა კომპანია Broadcom-მა დააჩქარა თავისი ჩიპის - BCM2711 (4 × ARM Cortex-A72, 1,5 გჰც, 28 ნმ) საწარმოო ხაზის გამოსვლა. Raspberry Pi 4 Raspberry Pi 4-ში არსებულთაგან ერთ-ერთი ახლად დანერგილი სიახლეა ოპერატიული მეხსიერების მოცულობის არჩევა: შესაძლებელია 1 გბ, 2 ან 4 გბ LPDDR4-2400 SDRAM მეხსიერების შერჩევა მოდიფიკაციების მიხედვით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული მიკრო პერსონალური კომპიუტერის ფასი. სხვა განახლებებს შორის წარმოდგენილია გიგაბიტური Ethernet-კონტროლერი PCI-E ინტერფეისით, რომელიც ამჯერად გავლენას არ ახდენს USB პორტების მუშაობაზე. ახალი მოწყობილობის საფუძველია პროცესორი Broadcom BCM2711. ჩიპი შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს ARM Cortex-A72 (ARM v8) ტაქტის სიხშირით - 1.5 გჰც. სისტემაში გათვალისწინებულია microSD სლოტი, მასში შესაძლებელია ჩაიტვირთოს ოპერაციული სისტემა. Gigabit Ethernet კონტროლერი განკუთვნილია კომპიუტერის ქსელთან დაკავშირებისთვის. უსადენო კავშირებიდან წარმოდგენილია Wi-Fi IEEE 802.11ac (2,4 გჰც და 5 გჰც დიაპაზონები) და Bluetooth 5.0 (BLE). მინი კომპიტერს ორი micro-HDMI პორტი აქვს: შესაძლებელია 4K გაფართოების დისპლეისთან დაკავშირება. გარდა ამისა, მოცემულია ორი პორტი USB 3.0 და USB 2.0. კვების მიწოდებას უზრუნველყოფს სიმეტრიული პორტი USB Type-C. ერთდაფიანი კომპიუტერი Raspberry Pi 4-ს 1-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციის ფასი 35 აშშ დოლარია. 2-გიგაბაიტიანის - 45, 4-გიგაბაიტიანისა კი - 55 დოლარი. https://3dnews.ru/989684 https://servernews.ru/989636/?utm_source=hw 1 2 Quote
MaKaSaRa Posted June 25, 2019 Posted June 25, 2019 მშვენიერი სათამაშოა. უნდა გეგდოს ადამიანს ოჯახში Quote
Type-X Posted June 25, 2019 Posted June 25, 2019 კარგია, იმედია მალე გამოჩნდება გაყიდვაში Amazon-ზე არ დევს ჯერჯერობით. Quote
Power_VANO Posted July 14, 2019 Posted July 14, 2019 მე ყველა ვერსია დავაპრეორდერე :დ CanaKit-იდან. ძალიან კარგი რამეა უკვე ეს. რევიუ და ბენჩები: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-b,6193.html ოვერქლოქინგი: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-b-overclocking,6188.html თან ოვერქლოქინგი ბიოსიდანაა რეალურად დალიმიტებული და შეიძლება ლიმიტმა აიწიოს მერე. ძალიან მომეწონა მე. Windows on ARM ხომ დააპორტირეს თან 3ბ-ზე. ამაზეც იზამენ და გაცილებით კარგი გარემო იქნება წესით. რასპბიანიც მშვენივრად მუშაობს. Quote
Power_VANO Posted July 27, 2019 Posted July 27, 2019 2 გჰც-მდე გაუზრდიათ ახალ ფირმვეარში ლიმიტი: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-overclock-2-ghz,6254.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.