Jump to content

Recommended Posts

Posted

ბრიტანულმა კომპანია Raspberry Pi Foundation-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი ლეგენდარული ერთდაფიანი მიკროკომპიუტერების მეოთხე თაობის წარმომადგენელი - Pi 4. რელიზი შედგა მოსალოდნელზე ნახევარი წლით ადრე იმის გამო, რომ SoC-ის მწარმოებელმა კომპანია Broadcom-მა დააჩქარა თავისი ჩიპის - BCM2711 (4 × ARM Cortex-A72, 1,5 გჰც, 28 ნმ) საწარმოო ხაზის გამოსვლა. 

image.png 

Raspberry Pi 4 

Raspberry Pi 4-ში არსებულთაგან ერთ-ერთი ახლად დანერგილი სიახლეა ოპერატიული მეხსიერების მოცულობის არჩევა: შესაძლებელია 1 გბ, 2 ან 4 გბ LPDDR4-2400 SDRAM მეხსიერების შერჩევა მოდიფიკაციების მიხედვით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული მიკრო პერსონალური კომპიუტერის ფასი. სხვა განახლებებს შორის წარმოდგენილია გიგაბიტური Ethernet-კონტროლერი PCI-E ინტერფეისით, რომელიც ამჯერად გავლენას არ ახდენს USB პორტების მუშაობაზე. 

ახალი მოწყობილობის საფუძველია პროცესორი Broadcom BCM2711. ჩიპი შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს ARM Cortex-A72 (ARM v8) ტაქტის სიხშირით - 1.5 გჰც. 

სისტემაში გათვალისწინებულია microSD სლოტი, მასში შესაძლებელია ჩაიტვირთოს ოპეაციული სისტემა. 

Gigabit Ethernet კონტროლერი განკუთვნილია კომპიუტერის ქსელთან დაკავშირებისთვის. უსადენო კავშირებიდან წარმოდგენილია Wi-Fi IEEE 802.11ac (2,4 გჰც და 5 გჰც დიაპაზონები) და Bluetooth 5.0 (BLE). 

image.jpeg 

მინი კომპიტერს ორი micro-HDMI პორტი აქვს: შესაძლებელია 4K გაფართოების დისპლეისთან დაკავშირება. გარდა ამისა, მოცემულია ორი პორტი USB 3.0 და USB 2.0. კვების მიწოდებას უზრუნველყოფს სიმეტრიული პორტი USB Type-C. 

ერთდაფიანი კომპიუტერი Raspberry Pi 4-ს 1-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციის ფასი 35 აშშ დოლარია. 2-გიგაბაიტიანის - 45, 4-გიგაბაიტიანისა კი - 55 დოლარი. 

  • Like 1
  • Upvote 2
Posted

მშვენიერი სათამაშოა. უნდა გეგდოს ადამიანს ოჯახში

Posted

კარგია, იმედია მალე გამოჩნდება გაყიდვაში :) Amazon-ზე არ დევს ჯერჯერობით.

 

 

  • 3 weeks later...
Posted

მე ყველა ვერსია დავაპრეორდერე :დ CanaKit-იდან.

ძალიან კარგი რამეა უკვე ეს.

რევიუ და ბენჩები: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-b,6193.html

ოვერქლოქინგი: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-b-overclocking,6188.html

თან ოვერქლოქინგი ბიოსიდანაა რეალურად დალიმიტებული და შეიძლება ლიმიტმა აიწიოს მერე. ძალიან მომეწონა მე.

Windows on ARM ხომ დააპორტირეს თან 3ბ-ზე. ამაზეც იზამენ და გაცილებით კარგი გარემო იქნება წესით. რასპბიანიც მშვენივრად მუშაობს.

  • 2 weeks later...
Posted

2 გჰც-მდე გაუზრდიათ ახალ ფირმვეარში ლიმიტი: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-overclock-2-ghz,6254.html

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.