Jump to content

Recommended Posts

Posted

ილონ მასკი არ წყვეტს კაცობრიობის ბედზე განცდას. ამჯერად მას პესიმისტური პროგნოზი აქვს უახლოეს 30 წელიწადთან დაკავშირებით. მასკის აზრით უახლოეს ათწლეულებში კაცობრიობას ელოდება პოპულაციური აფეთქება: პლანეტის ხანდაზმული მოსახლეობა რაოდენობრივად გადააჭარბებს შობადობის მსოფლიო მაჩვენებელს. ამის შედეგად 2050 წლისთვის დეამიწის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდება და არა პირიქით ისე, როგორც ამას აღნიშნავს გაერო თავის უკანასკნელ ანგარიშში. 

image.jpeg 

როგორ მომავალი ელის კაცობრიობას? 

„მსოფლიოს მოსახლეობა სწრაფად მიიწევს კოლაფსისკენ, თუმცა ამას პრაქტიკულად ვერავინ ამჩნევს“ - ასეთ კომენტარი გაუკეთა მასკმა გაეროს ანგარიშს. 

მოგვიანებით მან განმარტა, რომ „დემოგრაფიულ მონაცემებში ასაკობრივი სტრატიფიკაცი გამოსახული იქნება ამობრუნებული პირამიდის სახით, რომლის შემადგენლობაშ იქნება უმეტესი ხანდაზმული თაობის წარმომადგენელი და გაცილებით ნაკლები ახალგაზრდა თაობა“. 

Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა გამოიყენა ნორვეგიელი მეცნიერის, იორგენ რანდერსის სიტყვები, რომელიც თავის წიგნში - „2052 წელი: მომდევნო ორმოცი წლის გლობალური პროგნოზი“ - წერს: მოსახლეობა შემცირებას დაახლოებით 2040 წელს დაიწყებს. 

მასკის იდეა ეწინააღმდეგება გაეროს უახლესი ანგარიშის ინფორმაციას, რომელშიც გამოცემულია მსოფლიოს მოსახლეობის დონის პროგნოზი 2100 წლამდე -  აღნშნავს Business Insider. ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9.7 მილიარდს მიაღწევს. ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობა შენელებული ტემპით იზრდება, შემცირება კი 2100 წლისთვისაა მოსალოდნელი, იმ დროისთვის პლანეტაზე 11 მილიარდი ადამიანი იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ გაეროს ანგარიშშ საუბარი ეხება „დეამიწის მოსახლეობის უპრეცედენტო დაბერებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.