Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Scythe-მა დააანონსა Tower-ის სტილის ქულერი - Mugen 5 TUF Gaming Alliance, რომელიც განკუთვნილია Intel-ისა და AMD-ის პროცესორებში გამოყენებისათვის. 

image.jpeg 

მოწყობილობის შემადგენლობაში შედის რადიატორი ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილით. აღსანიშნავია, რომ ამ მილების უშუალო კონტაქტი პროცესორის თავსახურთან გათვლისიწინებული არ არის. 

image.jpeg 

რადიატორი გრილდება 120-მილიმეტრიანი ვენტილატორით - Kaze Flex 120 RGB. მისი ბრუნვის სიჩქარე იმართება იმპულსური მოდულაციით, სიჩქარის დიაპაზონი წუთში 300-დან 1200 ბრუნამდეა. ხმაურის დონე ვარირებს 4-დან 24.9 დეციბელამდე. ჰაერის ნაკადი აღწევს საათში 87 კუბურ მეტრს. 

ქულერის ზედა ნაწილში გამოსახულია ემბლემა TUF Gaming Alliance. რადიატორის სახურავსა და ვენტილატორზე წარმოდგენილია მრავალფერიანი RGB-განათება: მისი მეშვეობით გეიმინგ-სისტემას მეტად ეფექტური იერსახე ეძლევა. 

image.jpeg 

ქულერი თავსებადია AMD-ის პროცესორებთან AM2(+), AM3(+), FM1, FM2(+) და AM4 შესრულებით, აგრეთვე Intel-ის ჩიპებთან - LGA775, LGA115x, LGA1366, LGA 2011(v3) და LGA 2066. 

Scythe Mugen 5 TUF Gaming Alliance ქულერის შეძენა შესაძლებელია 50 ევროდ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.