Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა გამოუშვა პროგრამა Intel Performance Maximizer, რომელიც ახდენს პროცესორების აჩქარებას პირდაპირ Windows-იდან. როგორც ჩიპმეიკერი აცხადებს, პროგრამა თავად აანალიზებს პროცესორის მუშაობის პარამეტრებს და „ჰიპერინტელექტუალური ავტომატიზაციის“ მეშვეობით განაწყობს მათ მაქსიმალური წარმადობის მიღწევისთვის. უამრავი დამწყები ოვერქლოქერი უფრთხის დამოუკიდებლად დაარეგულიროს BIOS-ში პარამეტრები თავიანთ კომპიუტერებში. პირველ რიგში სწორედ მათთვის იქნება ახალი პროგრამა სასარგებლო, რადგანაც შეუძლია ააჩქაროს პროცესორი ერთი დაჭერით და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ. 

image.jpeg 

პროგრამის მხარდჭერა ჯერჯეობით გააჩნია მხოლოდ მე-9 თაობის პროცესორებს, კერძოდ კი მოდელებს: Core i9-9900KF, Core i9-9900K, Core i7-9700KF, Core i7-9700K, Core i5-9600KF და Core i5-9600K. პროგრამის ფუნქციონირებისათვის ასევე საჭირო პირობებია დედა დაფა Intel Z390-ზე და ოპერაციული სისტემა Windows-ის 1809 ან მასზე ახალი ვერსია. დიდი ალბათობით ახალი ინსტრუმენტი ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს აჩქარების ძველი, ტრადიციული, მექანიკური რეჟიმი, რადგანაც BIOS-ში თავად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საჭირო, ოპტიმალური რეჟიმები და მომართოთ მეორეხარისხოვანი პარამეტრები. თუმცა ახალბედა ოვერქლოქერებისთვის Intel Performance Maximizer ნამდვილად ხელსაყრელი იქნება. 

Posted

ვითომ ოვერკლოკის გასაადვილებლათ გამოუშვა ინტელმა K სერიის პროცესორებისთვის ეგ უტილიტა, ვითომ KF პროცესორები უფრო კარგათ რაზგონდებიანო თან K სერიაზე https://www.tomshardware.com/reviews/intel-9900kf-vs-9900k-overclock-comparison,6038.html მაგრამ კიდე KS უნდა გამოუშვას ინტელმა მაქსიმალურათ მაღალი დეფოლტ სიხშირით, როგორც non-k 9900-9700 430-330$ მაგრამ სიხშირე მაგეებსაც 4.6-4.7GHZ ექნებაო რაც გეიმინგში ცოტა სულაც არაა 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.