Jump to content

Recommended Posts

Posted

სამხრეთ კორეის ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად Samsung აპროექტებს საინტერესო ლეპტოპს თამაშების მოყვარულთათვის. 

image.jpeg

 

საუბარი ეხება დისპლეის გადიდების უნარის მქონე პორტატულ კომპიუტერს. სხვა იტყვებით, მომხმარებლები შეძლებენ გაადიდონ ეკრანის სასარგებლო ფართობი. 

ილუსტრაციებიდან ჩანს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობისას მოწყობილობა სტანდარტული ლეპტოპივით გამოიყურება - აქვს წვრილი ჩარჩოებიანი დისპლეი. საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში გეიმერებს შეუძლიათ გადააადგილონ, გამოწიონ ეკრანის გვერდითი პანელები და შედეგად მიიღებენ მსხვილფორმატიან პანელს გვერდების შეფარდებით 21:9. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ გეიმინგ-რეჟიმში დისპლეის ფართობი დაახლოებით 50%-ით გაიზრდება. გაზრდილი ეკრანის მდგრადობას უზრუნველყოფს სპეციალური მოძრავი სამაგრები. 

image.jpeg 

სამწუხაროდ, ლეპტოპის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, ამიტომაც ჯერ გაურკვეველია როგორ გეგმავს Samsung მოძრავი დისპლეის კონსტრუქციის რეალიზებას. არ არის გამორიცხული, რომ გამოყენებულ იქნას დასაკეცი გვერდითი სექციები. პროექტის რეალიზების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.