Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოქვეყნდა მსოფლიოში უმძავრესი სუპერკომპიუტერების ახალი რეიტინგი, რომლის ჩამონათვალიც წელიწადში ორჯერ ახლდება. მომდევნო რეიტინგი ნოემბერში იქნება წარმოდგენილი. ჩამონათვალის შედგენისას ორგანიზატორები ემყარებიან High-Performance Linpack-ის (HPL) ტესტის შედეგებს. სადებიუტო სია პირელად 1993 წელს გამოქვეყნდა. ჩამონათვალი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თითოეული სისტემის წარმადობამ 1 პეტაფლოპსს გადააჭარბა. 
image.jpeg 

რეიტინგშ ბოლო ადგილზე მყოფი სუპერკომპიუტერის მაჩვენებელი 1.022 პეტაფლოპსია. ლიდერი კვლავ გახლავთ ამერიკული სისტემა Summit – 148.6 პეტაფლოპსით. მეორე ადგილზეა Sierra - 94.6 პეტაფლოპსით. ორივე სუპერკომპიუტერი კომპანია IBM-ის მიერაა შექმნილი. Summit განთავსებულია ოკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიაში, Sierra კი - ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში. 

ამ ორი კომპიუტერის ტექნიკურ პარამეტრებს რაც შეეხება, პირველ მათგანს 4356 სერვერი აქვს, თითოეული მათგანი აღჭურვილია 22 ერთეული IBM Power9 პროცესორითა და ექვსი გრაფიკული ადაპტერით - NVIDIA Tesla GV100. Sierra-ს შემადგენლობაში 4320 სერვერია, რომელთაც აქვთ თითოს ორი Power9 პროცესორი და ოთხი გრაფიკული პროცესორი NVIDIA Tesla GV100. 

ჩამონათვალში მესამე ადგილი ერგო ჩინურ სისტემა Sunway TaihuLight-ს, რომლის წარმადობის მაჩვენებლი 93 პეტაფლოპსია. მას მოსდევს კიდევ ერთი ჩინური მოდელი - Tianhe-2A - 61.4 პეტაფლოპსით. პირველი მათგანი აწყობილია ჩინურ პროცესორებზე - SW26010, მეორე კი - CPU Intel Xeon E5-ზე. 

წინა რეიტინგისგან განსხვავებით, მეექვსე ადგილზე გადავიდა შვეიცარიული სუპერკომპიუტერი Piz Daint, მისი (მეხუთე) ადგილი კი ახალბედა Frontera-მ დაიკავა, რომელიც Dell-ის ქმნილება. თუმცა Piz Daint ჯერ კიდევ რჩება ევროპაში უმძავრეს სისტემად. მას რეიტინგში მოჰყვებიან: ამერიკული სისტემა Trinity - 20.15 პეტაფლოპსით, იაპონური ABCI (19.88) და გერმანული SuperMUC-NG (19.47 პეტაფლოპსი). ათეულს ხურავს კიდევ ერთი დებიუტანტი - IBM Lassen -  18.2 პეტაფლოპსი მაჩვენებლით. 

image.png 

უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგში არსებული სისტემების აპარატული აღჭურვილობის 95.6%-ს Intel უზრუნველყოფს, ARM არქიტექტურის ბაზაზე მხოლოდ რთი სუპერკომპიუტერია აწყობილი. მაღალი წარმადობის სისტემების რაოდენობის მხრივ ლიდერი არის Lenovo, 34.6%-იანი წილით. მეორე და მესამე ადგილზეა Inspur (14.2%) და Sugon (12.6%). მეოთხე გახლავთ Hewlett Packard Enterprise. გრაფიკული პროცესორების ძირითადი მომწოდებელი კი NVIDIA-ა. 

 
 
image.png 

ქვეყნებს რაც შეეხება, სუპერკომპიუტერების რაოდენობის მხრივ (ისევე როგორც წინა რეიტინგისას) ლიდერი გახლავთ ჩინეთი: იგი მნიშვნელოვნად უსწრებს შეერთებულ შტატებს - ჩინეთს აქვს 219 სუპერსისტემა, აშშ-ს კი - 116. ამ ორ ლიდერს უკან მოჰყვება იაპონია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, რომელთაც გააჩნიათ 29, 19 და 18 სისტემა, შესაბამისად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.