Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

2020-იან წლებში NASA აპირებს განახორციელოს ორი დამოუკიდებელი პროექტი, რომლიდანაც თითოეული მათგანი განკუთვნილია ტელესკოპებისათვის მავნე ვარსკვლავური გამოსხივების მინიმიზაციისთვის. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც იყურები სივრცეში კონკრეტული წერტილისკენ, სიახლოვეს მყოფი ყველა სხვა ობიექტისგან წამოსული სინათლე ხელს უშლის თვალთახედვას. საჭიროა მისი გაფანტვა, დაბლოკვა - ამისათვის იქმნება ინსტრუმეტი, სახელად „ვარსკვლავის ჩრდილი“. 

პროექტების დამკვეთები არიან ეგზოპლანეტების მაძიებლები, რომლებიც თავიანთ აღმოჩენებს ახორციელებენ შორეული ვარსკვლავების სიკაშკაშის ცვლილებით, როდესაც მათ ფონზე პლანეტა ჩაივლის. ყურადღების ობიექტები სწორედ ეგზოპლანეტები არიან, ამიტომ ობიექტის აღმოჩენის შემდეგ ვარსკვლავების სინათლე შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. ახალი ინსტრუმენტის ამოცანაა გადაკეტოს სინათლის ძრითადი წყარო გარე დამკვირვებლისათვის და დაუტოვოს მას შესაძლებლობა - შეისწავლოს ეგზოპლანეტები. 

„ვარსკვლავის ჩრდილი“ (Starshade) შედგება კოსმოსური ტელესკოპისა და დამჩრდილავი ფარისგან. ეს ორი კომპონენტი გაშლის შემდეგ კოსმოსში ერთმანეთისგან 40 ათასი კილომეტრის დაშორებით განლაგდებ და ამ მდგომარეობაში სინქრონულად იფრენენ. ფარის დაკბილული პერიმეტრის მიღმა ტელესკოპის ოპერატორი დაინახავს და შეისწავლის ახალი პლანეტების მოძრაობას. 

პროექტის ალტერნატივაა ინსტრუმენტი „WFIRST“ (ფართოკუთხიანი თვალთახედვის არის ინფრაწითელი ტელესკოპი) 2.4 მეტრი დიამეტრის მქონე სარკით. ამ ინსტრუმენტის გამოყენებისას ვარსკვლავების სინათლე განეიტრალდება კორონოგრაფის მეშვეობით. ორივე პროექტი დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა იდეაში გათვალისწინებულია მათი ერთობლივი გამოყენება რეალურ პირობებში ტესტირების შემდეგ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.