Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტთან დაკავშირებული უსაფრთხოების კამერები იმ Smart-მოწყობილობების თითქმის ნახევარს წარმოადგენს, რომლებიც ყველაზე ხშირად ტყდება ჰაკერების მიერ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც იყიდება ის „სუსტი“ მოწყობილობები, რომლებსაც უსაფრთხობის სისტემის უამრავი ნაკლოვანება აქვთ. 

კომპანია SAM Seamless Network-ის კვლევამ აჩვენა, რომ უსაფრთხოების კამერები ყველაზე ხშირად გატეხვადი ინტერნეტ-ნივთების 47%-ს შეადგენს. 

image.png

 

კვლევის მონაცემებით, საშუალოსტატისტიკურ ამერიკულ ოჯახში არის საშუალოდ 17 Smart-მოწყობილობა, ევროპულში - დაახლოებით 14. ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების სპექტრი ვარირებს კომპიუტერებიდან და სმარტფონებიდან დაწყებული - Smart-ტელევიზორებითა და სამზარეულოს ნივთებით დამთავრებული. 

ბიუჯეტური მოწყობილობები იდენტური სქემებით მუშაობს, ეს იმას ნშნავს, რომ მოწყობილობის გატეხვის მეთოდი შესაძებელია სხვა მოდელებშიც გამოიყენონ. 

„ყველაზე სერიოზული თავდასხმები მიმართულია IP-კამერების წინააღმდეგ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანები ყიდულობენ არა თანამედროვე ძვირადღირებულ ხარისხიან კამერებს თავიანთი უსაფრთხოებისთვის, არამედ იაფფასიანებს“ - აცხადებენ მკვლევარები. 

კამერების შემდეგ ყველაზე ხელყოფადი მოწყობილობებია ინტელექტუალური კონცენტრატორები და მონაცემთა შენახვის ქსელური მოწყობილობები. მათზე მოდის 15% და 12% ყველაზე ხშირად გატეხვად მოწყობილობებს შორის. პრინტერები, Smart-ტელევიზორები და IP-ტელეფონებიც ხშირ სამიზნეს წარმოადგენს. 

„შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არავის არაფერი ესაქმება თქვენს Smart-ტელევიზორთან, მაგრამ როდესაც იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული, რომელშიც თქვენი მონაცემები და ექაუნთები ინახება, ეს ყველაფერი დაინტერესებას იწვევს“ - აცხადებს SAM Seamless Network-ის თანადამფუძნებელი და განერალური დირექტორი Sivan Rauscher. 

https://hightech.fm/2019/06/16/iot-10 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.