Magdalena Posted June 17, 2019 Posted June 17, 2019 ინტერნეტთან დაკავშირებული უსაფრთხოების კამერები იმ Smart-მოწყობილობების თითქმის ნახევარს წარმოადგენს, რომლებიც ყველაზე ხშირად ტყდება ჰაკერების მიერ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც იყიდება ის „სუსტი“ მოწყობილობები, რომლებსაც უსაფრთხოების სისტემის უამრავი ნაკლოვანება აქვთ. კომპანია SAM Seamless Network-ის კვლევამ აჩვენა, რომ უსაფრთხოების კამერები ყველაზე ხშირად გატეხვადი ინტერნეტ-ნივთების 47%-ს შეადგენს. კვლევის მონაცემებით, საშუალოსტატისტიკურ ამერიკულ ოჯახში არის საშუალოდ 17 Smart-მოწყობილობა, ევროპულში - დაახლოებით 14. ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების სპექტრი ვარირებს კომპიუტერებიდან და სმარტფონებიდან დაწყებული - Smart-ტელევიზორებითა და სამზარეულოს ნივთებით დამთავრებული. ბიუჯეტური მოწყობილობები იდენტური სქემებით მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობის გატეხვის მეთოდი შესაძლებელია სხვა მოდელებშიც გამოიყენონ. „ყველაზე სერიოზული თავდასხმები მიმართულია IP-კამერების წინააღმდეგ. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანები ყიდულობენ არა თანამედროვე ძვირადღირებულ ხარისხიან კამერებს თავიანთი უსაფრთხოებისთვის, არამედ იაფფასიანებს“ - აცხადებენ მკვლევარები. კამერების შემდეგ ყველაზე ხელყოფადი მოწყობილობებია ინტელექტუალური კონცენტრატორები და მონაცემთა შენახვის ქსელური მოწყობილობები. მათზე მოდის 15% და 12% ყველაზე ხშირად გატეხვად მოწყობილობებს შორის. პრინტერები, Smart-ტელევიზორები და IP-ტელეფონებიც ხშირ სამიზნეს წარმოადგენს. „შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არავის არაფერი ესაქმება თქვენს Smart-ტელევიზორთან, მაგრამ როდესაც იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული, რომელშიც თქვენი მონაცემები და ექაუნთები ინახება, ეს ყველაფერი დაინტერესებას იწვევს“ - აცხადებს SAM Seamless Network-ის თანადამფუძნებელი და განერალური დირექტორი Sivan Rauscher. https://hightech.fm/2019/06/16/iot-10 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.