Jump to content

Recommended Posts

Posted

პროგრამა Artemis-ის რეალიზაციასა და მთვარეზე ადამიანის მუდმივად არსებობისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად დაახლოებით 20-30 მლრდ დოლარია საჭირო. თანაც საუბარია არა NASA-ს ბიუჯეტზე, არამედ დამატებით ხარჯებზე, რომლებიც განაწილდება მომდევნო ხუთი წელიწადზე. ამის შესახებ ინტერვიუში განაცხადა კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა Jim Bridenstine-მა. 

პირველი ინფორმაცია, რომ NASA აპირებს დედამიწის თანამგზავრის სიახლოვეს ორბიტალური სადგურის აგებას - 2016 წელს გაჩნდა. 2017 წლის შემოდგომაზე კსმოსური სააგენტოს წრმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს ეს განზრახვა და ხელი მოაწერეს მემორანდუმს რუს კოლეგებთან. მოგვიანებით მათ კანადა შეუერთდა. 

image.jpeg 

2019 წლის გაზაფხულზე NASA-სა და ამერიკის ხელისუფლების გეგმებ შეიცვალა: მთვარის პროგრამა Artemis ორად გაიყო. ახალი გეგმის თანახმად NASA მთლიანად არ ააგებს მთვარის სადგურს, არამედ შექმნის მხოლოდ ერთ მოდულს, რომელიც შეასრულებს შუალედური პუნქტის მოვალეობას დედამიწასა და მთვარეს შორის. ამ მოდულის მშენებლობა განხორციელდება კერძ კომპანია Maxar-ის მიერ, რომელიც მთელი რიგი პროექტებითაა წარმოდგენილი. დამატებით მოდულები აიგება მას შემდეგ, რაც პირველად განხორციელდება ასტრონავტების გადასმა მთვარის ზედაპირზე.  

პროგრამა Artemis-ის რეალიზაციის მეორე ეტაპში მოიაზრება მთვარის სადგურის მნიშვნელოვნად გაფართოება, რის შედეგადაც იგი გარდაიქმნება მარსისკენ საფრენად მოსამზადებელ პლატფორმად. 

წარსულში Bridestine უარს ამბობდა დაესახელებინა პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო თანხის მიახლოებითი ოდენობა, ამბობდა, რომ ბევრი პუნქტი ჯერ კიდევ არ შემუშავებულა. ამჯერად გამოცხადებული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება NASA-ს ბიუჯეტსა და აშშ-ის კონგრესის მიერ პროექტის ბიუჯეტირების თანხებს. ძველად NASA-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ბიუჯეტის გაფართოების შესახებ წარუმატებელი მოლაპარაკებების შემთხვევაში სააგენტოს მოუწევს შეზღუდოს ან შეწყვიტოს სხვა პროექტების ფინანსირება. Bridestine კი დარწმუნებულია, რომ მთვარის პროგრამს რეალიზაცია სააგენტოს სხვა პროექტებზე გავლენას არ იქონიებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.