Magdalena Posted June 16, 2019 Posted June 16, 2019 კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing Company ახალ ერას იწყებს ნახევარგამტარი წარმოების ისტორიაში. კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, Zhuang Zishou-მ განაცხადა, რომ კომპანიამ დაიწყო 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შემუშავება. დიდი ალბათობით, ამ ტიპის ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტების კომერციული წარმოებისათვის TSMC ახალ ქარხანას ააშენებს 5-ნანომეტიანი ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილი ქარხნის სიახლოვეს, რომელიც ტაივანის ტექნოპარკში მდებარეობს. TSMC-ის ქარხანა „Fab 18“ 5-ნანომეტრიანი ჩიპების კომერციულ წარმოებას მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყებს. 2-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე პარალელურად მუშაობას ეს ხელს არ უშლის. TSMC ასევე აგროვებს დოკუმენტაციას, რომელიც აუცილებელია კიდევ ერთი ქარხნის აშენებისათვის - ეს ქარხანა 3-ნანომეტრიანი წარმოებისათვის იქნება განკუთვნილი. ამ ქარხნის აშენებას კომპანია 2020 წლის შუა პერიოდში აპირებს, 2022 წელს კი უკვე დაიწყება 3-ნანომეტრიანი პროდუქციის გამოშვება. შესაბამისად, 2-ნანომეტრიანი პროდუქტების წარმოებისათვის ქარხნის მშენებლობას TSMC 2022 წელს აპირებს, კომერციული წარმოება კი 2024 წელს უნდა დაიწყოს. შემცირებული ტექნოლოგიური ნორმების მქონე ტექნოპროცესის ათვისებაში დღესდღეობით TSMC-ს ერთადერთი კონკურენტი ჰყავს - ეს არის კომპანია Samsung. პროფილური ღონისძიებებით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ Samsung აპირებს დაახლოებით 2-3 კვარტლით ადრე დაასწროს TSMC-ს ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მასიური წარმოების დაწყება. სრულფასოვანი კონკურენციისთვის ორი კონკურენტი ცოტააა, თუმცა სულ არაფერს სჯობს. https://3dnews.ru/989193 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.