Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing Company ახალ ერას იწყებს ნახევარგამტარი წარმოების ისტორიაში. კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, Zhuang Zishou-მ განაცხადა, რომ კომპანიამ დაიწყო 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შემუშავება. დიდი ალბათობით, ამ ტიპის ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტების კომერციული წარმოებისათვის TSMC ახალ ქარხანას ააშენებს 5-ნანომეტიანი ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილი ქარხნის სიახლოვეს, რომელიც ტაივანის ტექნოპარკში მდებარეობს. 

image.jpeg 

TSMC-ის ქარხანა Fab 18 5-ნანომეტრიანი ჩიპების კომერციულ წარმოებას მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყებს. 2-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე პარალელურად მუშაობას ეს ხელს არ უშლის. TSMC სევე აგროვებს დოკუმენტაციას, რომელიც აუცილებელია კიდევ ერთი ქარხნის აშენებისათვის - ეს ქარხანა 3-ნანომეტრიანი წარმოებისათვის იქნება განკუთვნილი. ამ ქარხნის აშენებას კომპანია 2020 წლის შუა პერიოდში აპირებს, 2022 წელს კი უკვე დაიწყება 3-ნანომეტრიანი პროდუქციის გამოშვება. შესაბამისად, 2-ნანომეტრიანი პროდუქტების წარმოებისათვის ქარხნის მშენებლობას TSMC 2022 წელს აპირებს, კომერციული წარმოება კი 2024 წელს უნდა დაიწყოს. 

image.jpeg 

შემცირებული ტექნოლოგიური ნორმების მქონე ტექნოპროცესის ათვისებაში დღესდღეობით TSMC-ს ერთადერთი კონკურენტი ჰყავს - ეს არის კომპანია Samsung. პროფილური ღონისძიებებით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ Samsung აპირებს დაახლოებით 2-3 კვარტლით ადრე დაასწროს TSMC-ს ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მასიური წარმოების დაწყება. სრულფასოვანი კონკურენციისთვის ორი კონკურენტი ცოტააა, თუმცა სულ არაფერს სჯობს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.