Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულმა კომპანია Uber-მა მესამე ქალაქი აირჩია, რომელშიც ჩატარდება მფრინაი ტაქსების სატესტო ფრენები. დალასისა და ლოს-ანჯელესის პარალელურად გამოსაცდელი ფრენები განხორციელდება ავსტრალიის ქალაქ მელბურნში. იყო მოლოდინი, რომ სერვისი გამოცდისთვის მესამე ქალაქი დუბაი იქნებოდა, თუმცა ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და Uber იძულებული გახდა სხვა ქალაქი მოეძებნა აშშ-ის ფარგლებს გარეთ. ალტერნატივების სახით კომპანია განიხილავდა რიო-დე-ჟანეიროს, სან-პაულუს, ბომბეის, ბანგალორს, ტოკიოს, სიდნეის, საბოლოოდ კი არჩევანი მელბურნზე შეჩერდა. 

image.jpeg 

Uber-ის რეგიონალურმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ არჩევანი მელბურნზე  შეჩერდა, რადგანაც ავსტრალიის ხელისუფლებას აქვს გრძელვადიანი მიდგომა თანამედროვე მგზავრობასა და მომავლის სატრანსპორტო ტექნოლოგიების კუთხით. მან ასევე აღნიშნა, რომ მელბურნს შეუძლია იამაყოს უნიკალური გეოსივრცული ფაქტორებით, აგრეთვე კულტურული ინოვაციებით, რომელთა წყალობითაც ეს ადგილი იდეალურ სივრცეს წარმოადგენს საჰაერო ტაქსები გამოცდისთვის. 

ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებს ვერტიკალური აფრენა-დაშვების უნარი გააჩნიათ. მათი გამოცდა 2020 წელს დაიწყება. სერვისი კი 2023 წელს ამოქმედდება. საწყის ეტაპზე ექსპერიმენტული ფრენების ფარგლებში მოხდება მგზავრების გადაყვანა მელბურნის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან საერთაშორისო აეროპორტისკენ. საწყის და საბოლოო პუნქტს შორის მანძილი დაახლოებით 19 კილომეტრი იქნება. ამ მანძლის დასაფარად ჩვეულებრივ ტაქსის 25 წუთი სჭირდება, მფრინავი აპარატით კი ეს დრო 10 წუთამდე შემცირდება. საჰაერო ტაქით სამგზავრო ბილეთების დასაჯავშნად შესაძლებელი იქნება Uber-ის მობილური აპლიკაციის გამოყენება. როგორც მოსალოდნელია, მფრინავი ტაქსით მგზავრობის საფასური დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობისას. 

image.jpeg

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.