Jump to content

Recommended Posts

Posted

ილონ მასკის თქმით კომპანია შეიძლება დაკავდეს იმ ტიპის სასარგებლო წიაღისეულის ძიებით, რომელიც გამოიყენება ელექტრომობილებისათვის განკუთვნილი ბატარეების წარმოებაში. საწარმოო ხაზის გაფართოებასა და წარმოების ზრდის შესახებ საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც მასკმა ისაუბრა ელექტრო პიკაპის შექმნის გეგმაზე და მიზნად დაისახა - დაიწყოს ელექტრო სატვირთო Class 8-ის წარმოება 2020 წლამდე. მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის გეგმები დამოკიდებულია Tesla-ს შესაძლებლობებზე - აწარმოოს დიდი ოდენობით ლითიუმ-იონური ელემნტები. 

image.jpeg 

„აზრი არ აქვს პროდუქტის სირთულეზე მუშაობა, თუკი ბატარეები არ გვყოფნის“ - თვლის მასკი. – „ეს არის სირთულე, რომელსაც მოგება არ მოაქვს“. 

Tesla-ს უზარმაზარი ქარხანა სპარკსში, ნევადაში, აშენდა აკუმულატორების გლობალური მოცულობის გაფართოებისა და ელექტრომობილებზე ფასების შემცირების მიზნით. ეს ქარხანა, Gigafactory 1, აწარმოებს ელექტროძრავებსა და აკუმულატორებს Model 3-ისთვის, ასევე იწარმოება ენერგიის წყაროები - Powerwall და Powerpack. ამ პროექტის უმთავრესი პარტნიორი Panasonic, რომელიც ლითიუმ-იონურ ბატარეებს ამზადებს. შემდეგ კი სწორედ ამ ბატარეებით იწყობა Tesla-მობილების აკუმულატორები. 

როგორც კი კომპანია წარმოებას გაზრდის „მეტად მაღალ დონემდე, იგი დაიწყებს ვარიანტის განხილვას  ჩაერთოს სამთო-მომპოვებელი საქმიანობის ჯაჭვში“ - აცხადებს მასკი. 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალურად სწრაფი მასშტაბირება“. 

ნიკელის, სპილენძის, ლითიუმისა და მათთან დაკავშირებული მინერალების მიწოდების პრობლემა რომ არსებობს, უკვე დიდი ხანია ფაქტია. გასულ თვეში Tesla-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია ელის ხსნებული მინერალების გლობალურ დეფიციტს ახლო მომავალში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.