Magdalena Posted June 12, 2019 Posted June 12, 2019 ღონისძიება Next Horizon Gaming-ზე კომპანია AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ წარადგინა კიდევ ერთი პროცესორი, რომელიც შეავსებს მესამე თაობის Ryzen-პროცესორების რიგს. ამ CPU-ს აქვს 16 ბირთვი Zen 2 და AMD-ის ხელმძღვანელობის თქმით, იგი იქნება მსოფლიოში პირველი გეიმინგ-პროცესორი ამ რაოდენობის გამომთვლელი ბირთვების არსენალით. 12-ბირთვიანი Ryzen 9 3900X პროცესორის მსგავსად, ახალი Ryzen 9 3950X მოდელიც დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან ორ ჩიპლეტზე (თითო რვაბირთვიანი). ამის წყალობით 16-ბირთვიან მონსტრში უპრობლემოდ იქნება გამოყენებული ისეთივე Socket AM4-ეკოსისტემა, როგორიც მესამე თაობის Ryzen-ს სხვა პროცესორებს გააჩნია. ცხადია, AMD-მა აღარ გადადო თავისი ყველაზე მძლავრი შეიარაღების წარდგენა და ყველა კოზირი თავიდანვე გაამხილა: საზოგადოებას შესთავაზა პროცესორი მასიური პლატფორმებისათვის, რომელიც ბირთვების რაოდენობით ორჯერ აღემატება Intel-ის ანალოგიური კლასის გადაწყვეტილებას. პროცესორი Ryzen 9 3950X გაყიდვაში სხვა მოდელებთან შედარებით გვიან გამოვა. 6, 8 და 12-ბირთვიანი დესკტოპ-სერიის Ryzen 3000 პროცესორები 7 ივლისიდან გაიყიდება, 16-ბირთვიან ფლაგმანს კი სექტემბერში უნდა ველოდოთ. მისი ფასი, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტად მაღალია - 749 აშშ დოლარი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Ryzen 3000 სერიის პროცესორებს კანონზომიერი ფასები აქვთ - თითო ბირთვზე პლუს 40-50 დოლარი, ასე რომ Ryzen 9 3950X მოდელის ფასიც ექვემდებარება ამ კანონზომიერებას. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფლაგმანური პროცესორის მახასიათებლები: ბირთვების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად არ არის გამოწვეული ზღვარგადასული სითბოს გამოყოფა: ამ პროცესორსაც 105-ვატიანი სითბური პაკეტი აქვს ისევე, როგორც 8-ბირთვიან Ryzen 7 3800X-სა და 12-ბირთვიან Ryzen 9 3900X-ს. 16-ბირთვიანი და 32-ნაკადიანი Ryzen 9 3950X პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 3,5 გჰც, რაც 300-400 მეგაჰერცით ნაკლებია Ryzen 7 3800X-ისა და Ryzen 9 3900X მოდელების სიხშირეეებზე. სამაგიეროდ Turbo რეჟიმში მისი სიხშირის მაჩვენებელი - 4,7 გჰც - 100-200 მჰც-ით მეტი იქნება მესამე თაობის Ryzen-პროცესორების ყველა მოდელისაზე. ბირთვი/ ნაკადი საბაზისო სიხშირე/ გჰც Турбо სიხშირე/გჰც L2-Cache, მბ L3-Cache, მბ TDP, ვატი ფასი გაყიდვის თარიღი Ryzen 9 3950X 16/32 3,5 4,7 8 64 105 $749 სექტემბერი Ryzen 9 3900X 12/24 3,8 4,6 6 64 105 $499 7 ივლისი Ryzen 7 3800X 8/16 3,9 4,5 4 32 105 $399 7 ივლისი Ryzen 7 3700X 8/16 3,6 4,4 4 32 65 $329 7 ივლისი Ryzen 5 3600X 6/12 3,8 4,4 3 32 95 $249 7 ივლისი Ryzen 5 3600 6/12 3,6 4,2 3 32 65 $199 7 ივლისი 16-ბირთვიანი მოდელის წარდგენას კომპანია AMD-მა ოვერქლოქინგ-შოუს ელემენტებიც დაუმატა: თხევადი აზოტის გამოყენებით AMD-ის გუნდმა შეძლო მისი 5375 მეგაჰერცამდე აჩქარება და Cinebench R20-ზე მიიღო წარმადობის შესანიშნავი მაჩვენებელი - 12 167 ქულა: ეს აბსოლუტური რეკორდია 16-ბირთვიან პროცესორებში. მასთან მიახლოებული შედეგი - 5,3 გჰც აქვს დაფიქსირებული Core i9-7960X-ს, თუმცა AMD-ის ფლაგმანი მასზე 12%-ით სწრაფი აღმოჩნდა. https://3dnews.ru/988943 1 1
Fatal Fighter Posted June 12, 2019 Posted June 12, 2019 დაბ. დღეზე უკვე ვიცი რას ვუკეთებ საკუთარ თავს საჩუქარს
Fatal Fighter Posted June 15, 2019 Posted June 15, 2019 https://www.guru3d.com/news-story/749-ryzen-9-3950x-beats-2000-intel-core-i9-9980xe(18-core)-in-geekbench-test.html 750$ vs 2000$ 16 cores vs 18 cores AMD wins GG
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now