Jump to content

Recommended Posts

Posted

ღონისძიება Next Horizon Gaming-ზე კომპანია AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ წარადგინა კიდევ ერთი პროცესორი, რომელიც შეავსებს მესამე თაობის Ryzen-პროცესორების რიგს. ამ CPU-ს აქვს 16 ბირთვი Zen 2 და AMD-ის ხელმძღვანელობის თქმით, იგი იქნება მსოფლიოში პირველი გეიმინგ-პროცესორი ამ რაოდენობის გამომთვლელი ბირთვების არსენალით. 

12-ბირთვიანი Ryzen 9 3900X პროცსორის მსგავსად, ახალი Ryzen 9 3950X მოდელიც დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან ორ ჩიპლეტზე (თითო რვაბირთვიანი). ამის წყალობით 16-ბირთვიან მონსტრში უპრობლემოდ იქნება გამოყენებული ისეთივე Socket AM4-ეკოსისტემა, როგორიც მესამე თაობის Ryzen-ს სხვა პროცესორებს გააჩნია. ხადია, AMD-მა აღარ გადადო თავისი ყველაზე მძლავრი შეიარაღების წარდგენა და ყველა კოზირი თავიდანვე გაამხილა: საზოგადოებას შესთავაზა პროცესორი მასიური პლატფორმებისათვის, რომელიც ბირთვების რაოდენობით ორჯერ აღემატება Intel-ის ანალოგიური კლასის გადაწყვეტილებას. 

პროცესორი Ryzen 9 3950X გაყიდვაში სხვა მოდელებთან შედარებით გვიან გამოვა. 6, 8 და 12-ბირთვიანი დესკტოპ-სერიის Ryzen 3000 პროცესორები 7 ივლისიდან გაიყიდება, 16-ბირთვიან ფლაგმანს კი სექტემბერში უნდა ველოდოთ. მისი ფასი, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტად მაღალია - 749 აშშ დოლარი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Ryzen 3000 სერიის პროცესორებს კანონზომიერი ფასები აქვთ - თითო ბირთვზე პლუს 40-50 დოლარი, ასე რომ Ryzen 9 3950X მოდელის ფასიც ექვემდებარება ამ კანონზომიერებას. 

image.jpeg 

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფლაგმანური პროცესორის მახასიათებლები: ბირთვების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად არ არის გამოწვეული ზღვარგადასული სითბოს გამოყოფა: ამ პროცსორსაც 105-ვატიანი სითბური პაკეტი აქვს ისევე, როგორც 8-ბირთვიან  Ryzen 7 3800X-სა და 12-ბირთვიან Ryzen 9 3900X-ს. 

16-ბირთვიანი და 32-ნაკადიანი Ryzen 9 3950X პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 3,5 გჰც, რაც 300-400 მეგაჰერცით ნაკლებია Ryzen 7 3800X-ისა და Ryzen 9 3900X მოდელების სიხშირეეებზე. სამაგიეროდ Turbo რეჟიმში მისი სიხშირის მაჩვენებელი - 4,7 გჰც  100-200 მჰც-ით მეტი იქნება მესამე თაობის Ryzen-პროცესორების ყველა მოდელისაზე 

 

ბირთვი/ ნაკადი 

საბაზისო სიხშირე/ გჰც 

Турбо სიხშირე/გჰც 

L2-Cache, მბ 

L3-Cache, მბ 

TDP, ვატი 

ფასი 

გაყიდვის თარიღი 

Ryzen 9 3950X 

16/32 

3,5 

4,7 

8 

64 

105 

$749 

სექტემბერი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Ryzen 9 3900X 

12/24 

3,8 

4,6 

6 

64 

105 

$499 

7 ივლისი 

Ryzen 7 3800X 

8/16 

3,9 

4,5 

4 

32 

105 

$399 

7 ივლისი 

Ryzen 7 3700X 

8/16 

3,6 

4,4 

4 

32 

65 

$329 

7 ივლისი 

Ryzen 5 3600X 

6/12 

3,8 

4,4 

3 

32 

95 

$249 

7 ივლისი 

Ryzen 5 3600 

6/12 

3,6 

4,2 

3 

32 

65 

$199 

7 ივლისი 

 

16-ბირთვიანი მოდელის წარდგენას კომპანია AMD-მა ოვერქლოქინ-შოუს ელემენტებიც დაუმატა: თხევადი აზოტის გამოყენებით AMD-ის გუნდმა შეძლო მისი 5375 მეგაჰერცამდე აჩქარება და Cinebench R20-ზე მიიღო წარმადობის შესანიშნავი მაჩვენებელი - 12 167 ქულა: ეს აბსოლუტური რეკორდია 16-ბირთვიან პროცესორებში. მასთან მიახლოებული შედეგი - 5,3  გჰც აქვს დაფიქსირებული Core i9-7960X-ს, თუმცა AMD-ის ფლაგმანი მასზე 12%-ით სწრაფი აღმოჩნდა. 

image.jpeg 

  • Like 1
  • Upvote 1
Posted

დაბ. დღეზე უკვე ვიცი რას ვუკეთებ საკუთარ თავს საჩუქარს ?

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.