Jump to content

Recommended Posts

Posted

მოლოდინის შესაბამისად, კომპანია Microsoft-მა დააანონსა ახალი კონსოლი - Project Scarlett. დასახელება ჯერჯერობით პირობითია, ოფიციალური სახელი და კონსოლის გარეგნული დიზაინი კვლავ საიდუმლოდ რჩება და ცნობილი გახდება მომდევნო E3 გამოფენაზე. კონსოლის გამოსვლის თარიღია 2020 წლის შობა-ახალი წლის პერიოდი. 

image.jpeg

 

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი კონსოლი Xbox One X-ზე ოთხჯერ მძლავრია. უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იგი დაფუძნებულია AMD-ის სპეიალური შეკვეთით დამზადებულ პროცესორზე (პროცესორი შექმნილია Zen 2 არქიტექტურის ბაზასა და Navi ვიდეოჩიპზე). კონსოლში წარმოდგენილი იქნება სუპერსწრაფი SSD და დიდი მოცულობის ოპერატიული/ვიდეო მეხსიერება. როგორც ცნობილია, მოწყობილობას ექნება წამში 120 კადრისა და 8K ფორმატის, აგრეთვე Ray-Tracing-ის მხარდაჭერა. 

საწყის თამაშად, ე.წ. "launch title"-ად წარმოდგენილია Halo Infinite. თამაშის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, Microsoft-მა ინფორმაციის ნაწილი სამომავლოდ შემოიტოვა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი ხელმისაწვდომი იქნება Xbox One-სა და პერსონალურ კომპიუტერებზეც. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.