Magdalena Posted June 11, 2019 Posted June 11, 2019 მოლოდინის შესაბამისად, კომპანია Microsoft-მა დააანონსა ახალი კონსოლი - Project Scarlett. დასახელება ჯერჯერობით პირობითია, ოფიციალური სახელი და კონსოლის გარეგნული დიზაინი კვლავ საიდუმლოდ რჩება და ცნობილი გახდება მომდევნო E3 გამოფენაზე. კონსოლის გამოსვლის თარიღია 2020 წლის შობა-ახალი წლის პერიოდი. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი კონსოლი Xbox One X-ზე ოთხჯერ მძლავრია. უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იგი დაფუძნებულია AMD-ის სპეციალური შეკვეთით დამზადებულ პროცესორზე (პროცესორი შექმნილია Zen 2 არქიტექტურის ბაზასა და Navi ვიდეოჩიპზე). კონსოლში წარმოდგენილი იქნება სუპერსწრაფი SSD და დიდი მოცულობის ოპერატიული/ვიდეო მეხსიერება. როგორც ცნობილია, მოწყობილობას ექნება წამში 120 კადრისა და 8K ფორმატის, აგრეთვე Ray-Tracing-ის მხარდაჭერა. საწყის თამაშად, ე.წ. "launch title"-ად წარმოდგენილია Halo Infinite. თამაშის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, Microsoft-მა ინფორმაციის ნაწილი სამომავლოდ შემოიტოვა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი ხელმისაწვდომი იქნება Xbox One-სა და პერსონალურ კომპიუტერებზეც. https://overclockers.ru/blog/NePushkin/show/27340/microsoft-anonsirovala-konsol-novogo-pokolenija-i-pervuju-igru-dlja-nejo 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.