Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Biostar მალე დაიწყებს B365MHC დედა დაფის გაყიდვას, რომელიც განკუთვნილია Intel-ის საწყისი დონის პლატფორმაზე აწყობილი დესკტოპ კომპიუტერების დაკომპლექტებისთვის. 

image.jpeg

 

დედა დაფაში გამოყენებულია Intel B365 ლოგიკის ნაკრები: დაშვებულია მერვე და მეცხრე თაობის Intel Core პროცესორების დაყენება Socket 1151-ის შესრულებით და 95 ვატამდე სითბური პაკეტით. 

დაფას აქვს 32 გიგაბაიტიანი DDR4-1866/2133/2400/2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა ორ, 16 გიგბაიტიან მოდულად. მონაცემთა შენახვის ქვესისტემაში შესაძებელია გაერთიანდეს ოთხი დრაივერი SATA 3.0 ინტერფეისითა და М.2  ფორმ-ფაქტორის SSD მოდული. 

image.jpeg 

PCIe 3.0/2.0 x16 სლოტში შესაძლებელია დაყენდეს დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი. ხელმისაწვდომია აგრეთვე ორი PCIe 3.0 x1 სლოტი დამატებითი ბარათებისთვის. 

ქსელური კავშირის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია გიგაბიტური კონტროლერი Realtek RTL8111H. აუდიო ქვესისტემის შემადგენლობაში გამოყენებულია მრავალარხიანი კოდეკი Realtek ALC887. 

image.jpeg 

დედა დაფა შეესაბამება MicroATX ტიპს: მისი გაბარიტები შეადგენს 177 × 228 მილიმეტრს. ინტერფეისები პანელი მოიცავს შემდეგ კონექტორებს: კლავიატურისა და მაუსისთვის განკუთვნილი PS/2, HDMI პორტები, D-Sub, USB 3.0 (×4) და USB 2.0 (×2), ქსელური სადენის ბუდე და აუდიოკონექტორი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.