Magdalena Posted June 10, 2019 Posted June 10, 2019 Amazon-ი დამსახურებულად შედის ონლაინ-ვაჭრობის სფეროს მსოფლიო ლიდერების რიცხვში. თუმცა მის ჯერ კიდევ განუხორციელებელ გეგმაში შედის ასათვისებელი მიმართულება - მოდა. იმისათვის, რომ ამ მეტად მომგებიან ბაზარზე შეაღწიოს, კომპანიამ შეიმუშავა ახალი ინსტრუმენტი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე - ეს არის StyleSnap, რომელიც მსურველებს დაეხმარება შესაფერისი ტანსაცმლის შერჩევაში. StyleSnap პრაქტიკულად Shazam-ია ტანსაცმლისათვის და იგი ინტეგრირებულია Amazon-ის მობილურ აპლიკაციაში. საკმარისია მომხმარებელმა გადაიღოს ფოტო და ატვირთოს საჭირო პროდუქტის ამსახველი კადრი, რომ StyleSnap მანქანური სწავლების ტექნოლოგიის მეშვეობით მაშინვე შესთავაზებს Amazon-ის ასორტიმენტში არსებულ მსგავს პროდუქციას. StyleSnap-ის ამოქმედება იმის მტკიცებულებაა, რომ Amazon-ს მტკიცედ აქვს გამიზნული - გახდეს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მოდის სამყაროში და ამისათვის ფსონს დებს ხელოვნური ინტელექტის შემუშავების საკუთარ გამოცდილებაზე. https://www.techcult.ru/technology/6896-amazon-zapuskaet-shazam-dlya-odezhdy Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.