Magdalena Posted June 10, 2019 Posted June 10, 2019 Amazon-ი დამსახურებულად შედის ონლაინ-ვაჭრობის სფეროს მსოფლიო ლიდერების რიცხვში. თუმცა მის ჯერ კიდევ განუხორციელებელ გეგმაში შედის ასათვისებელი მიმართულება - მოდა. იმისათვის, რომ ამ მეტად მომგებიან ბაზარზე შეაღწიოს, კომპანიამ შეიმუშავა ახალი ინსტრუმენტი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე - ეს არის StyleSnap, რომელიც მსურველებს დაეხმარება შესაფერისი ტანსაცმლის შერჩევაში. StyleSnap პრაქტიკულად Shazam-ია ტანსაცმლისათვის და იგი ინტეგრირებულია Amazon-ის მობილურ აპლიკაციაში. საკმარისია მომხმარებელმა გადაიღოს ფოტო და ატვირთოს საჭირო პროდუქტის ამსახველი კადრი, რომ StyleSnap მანქანური სწავლების ტექნოლოგიის მეშვეობით მაშინვე შესთავაზებს Amazon-ის ასორტიმენტში არსებულ მსგავს პროდუქციას. StyleSnap-ის ამოქმედება იმის მტკიცებულებაა, რომ Amazon-ს მტკიცედ აქვს გამიზნული - გახდეს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მოდის სამყაროში და ამისათვის ფსონს დებს ხელოვნური ინტელექტის შემუშავების საკუთარ გამოცდილებაზე. https://www.techcult.ru/technology/6896-amazon-zapuskaet-shazam-dlya-odezhdy
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now