Magdalena Posted June 9, 2019 Posted June 9, 2019 კოსმოსური სააგენტო (ESA) ქმნის ახალ კაფსულას, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კოსმოსში წასაღებად. Space Rider აიწყობა სააგენტოს ექსპერიმენტალური სატრანსპორტო საშუალების, IXV-ის პროექტის საფუძველზე, რომელმაც 2015 წელს წარმატებით განახორციელა პირველი ფრენა და გაიარა ტესტირება მეორედ გაშვების მზადყოფნაზე. კაფსულას აქვს სატვირთო განყოფილება, რომელშიც შესაძლებელია მოთავსდეს 800 კილოგრამამდე მყარი ტვირთი და ათას ორასი ლიტრი თხევადი მასა. განყოფილება გაიხსნება კოსმოსში კოსმოსურ სადგურთან ან ხომალდთან მიერთებისას, ტვირთისგან დაცლის შემდეგ კი უკან დედამიწაზე დაბრუნდება. დაგეგმილია, რომ პირველ გამოსაცდელ ფრენებს კაფსულა 2022 წელს განახორციელებს. წარმატებული გამოცდის შემთხვევაში კოსმოსური სააგენტო იმავე წელს გაუშვებს მას დედამიწის ორბიტაზე. მსგავრი რამ წარმატებით განახორციელა NASA-მაც - მან ორბიტაზე 105 ნანოთანამგზავრი გაუშვა. მცირე ზომის თანამგზავრები საშუალებას იძლევა გამოკვლეულ იქნას კავშირის ახალი შესაძლებლობები, აგრეთვე გაიზომოს და შესწავლილ იქნას ატმოსფეროს მდგომარეობა და მაგნიტური ველი. https://hightech.fm/2019/06/06/space-rider
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now