Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია BenQ-მა წარადგინა მონიტორი Zowie XL2731, რომელიც შექმნილია სპეციალურად მომხმარებელთა იმ კატეგორიისათვის, ვინც გატაცებული კომპიუტერული თამაშებით. 

ეკრანის დიაგონალის ზომა 27 დუიმს შეადგენს, გაფართოება 1920×1080 პიქსელია, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. 

image.jpeg 

მონიტორის რეაქციის დრო 1 მილიწამია. კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცს აღწევს. სიკაშკაშე 320 კდ/მ2-ის ტოლია, კონტრასტულობა - 1000:1, დინამიური კონტრასტულობა კი - 12 000 000:1. 

მიერთებისათვის განკუთვნილია ციფრული ინტერფეისები - DVI-DL, HDMI 2.0 (×2) და DisplayPort 1.2. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორიც. 

image.jpeg 

მონიტორის სადგამი უზრუნველყოფს ეკრანის მდგომარეობის, დახრის კუთხის რეგულირებას: შესაძლებელია სიმაღლის შეცვლა, დახრილობის ცვლილება და მობრუნება. გარდა ამისა, შესაძლებელია პანელის დაყენება პორტრეტულ რეჟიმშიც. 

მონიტორს აქვს Low Blue Light ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს განაებაში ინტენსიური ლურჯი ფერის შემცირებას. შესაბამისად, მცირდება დატვირთვა თვალებზე და იხსნება დაღლილობა. Flicker-free სისტემის წყალობით ეკრანს არ ახასიათებს გამოსახულების ციმციმი. 

image.jpeg 

მონიტორში რეალიზებული ფუნქცია Black eQualizer, რომელიც გამოსახულების ჩაბნელებულ სივრცეებს ხდის უფრო კონტრასტულსა და მკვეთრს, თუმცა არ ცვლის და ზედმეტად არ ანათებს გამოსახულების დანარჩენ ნაწილს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.