Jump to content

Recommended Posts

Posted

Google-მა დაპირებისამებრ გაასაჯაროვა დეტალები თავისი Cloud-გეიმინგ პლატფორმა Google Stadia-ს შესახებ. ვიდეოჟურნალ Stadia Connect-ის პირველ გამოშვებაში საზოგადოებას წარუდგინეს პირველი თამაშების, ფასებისა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც Stadia ხელმისაწვდომი იქნება. 

მაშ ასე, Stadia ამოქმედდება მიმდინარე წლის ნოემბერში პერსონალურ კომპიუტერებზე, Chromecast-ტელევიზორებსა და Pixel 3 თაობიდან მოყოლებულ Google-ის სმარტფონებში. Google Stadia-ს მხარდაჭერის მქონე პირველი თამაშების ჩამონათვალი ასეთია: 

  • Baldur’s Gate III 

  • Ghost Recon Breakpoint 

  • GYLT (ახალი თამაში RiME-ის შემქმნელებისგან) 

  • The Division 2 

  • Destiny 2 

  • Get Packed 

  • Dragon Ball Xenoverse 2 

  • DOOM Eternal 

  • DOOM (2016) 

  • Rage 2 

  • The Elder Scrolls Online 

  • Wolfenstein: Youngblood 

  • GRID 

  • Metro: Exodus 

  • Farming Simulator 19 

  • Thumper 

  • Power Rangers: Battle for the Grid 

  • Samurai Shodown 

  • Final Fantasy XV 

  • Rise of the Tomb Raider 

  • Tomb Raider: Definitive Edition 

  • NBA 2K 

  • Borderlands 3 

  • Mortal Kombat 11 

  • Darksiders Genesis 

  • Assassin’s Creed: Odyssey 

  • Just Dance 

  • Trials Rising 

  • The Crew 2 

ინტერნეტ-კავშირისათვის მინიმალური მოთხოვნაა სიჩქარე 10 მბიტი/წმ. ამგვარი კავშირისას მომხმარებლები შეძლებენ ითამაშონ 720p გაფართოებითა და სტერეო ხმოვანებით. მათ კი, ვისაც მეტი ხარისხი სურს, მაგალითად 1080p, HDR, 60 fps და 5.1-არხიანი ხმა - დასჭირდება 20 მბიტი/წმ სიჩქარე, 4K, HDR, 60 fps და 5.1-არხიანი ხმის მსურველებს კი - 35 მბიტი/წმ. 

Stadia-ში თამაშების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ცალკეულად, ასევე მომხმარებლები შეძლებენ გადაიხადო ყოველთვიური გამოწერის საფასური. სერვისის ამოქმედების საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნებ მხოლოდ 9,99 დოლარიანი გამოწერა. სურვილის შემთხვევაში გეიმერები შეძლებენ შეიძინონ ე.წ. „დამფუძნებლის გამოცემა 129 აშშ დოლარად: მის შემადგენლობაში შევა სპეციალური გეიმპადი უნიკალური მოხატულობით, Chromecast Ultra, Destiny 2-ის ასლი, აგრეთვე სამთვიანი გამოწერა მყიდველისა და მისი მეგობრისთვის. 

image.jpeg 
თავდაპირველად Stadia ამოქმედდება შემდეგ 14 ქვეყანაში: აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, იტალია, შვედეთი, ნორვეგია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი და ირლანდია, მოკლედ, თითქმის მთელ „დასავლეთში“. ყოველ მომდევნო წელს ქვეყნების ჩამონათვალი გაფართოვდება.  

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.