Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია LITE-ON Storage-მა ტაიბეის შტაბ-ბინაში Computex 2019 გამოფენის ფარგლებში წარადგინა SSD ბარათების შემდგომი თაობა Cloud-სერვერებისთვის, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.  

image.jpeg 

ახალი ბარათები მიეკუთვნება EP და AD სერიებს და გამოირჩევიან ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა: 

  • ტელემეტრია / პრედიქტიული ანალიტიკა; 

  • მდგრადი წარმადობა; 

  • TCG Opal 2.0-ის მხარდაჭერა 

  • Secure Boot; 

  • LITE-ON-ის ბარათებს გააჩნიათ როგორც Logical Block Addressing (LBA)-ის ტრადიციული რეჟიმის, ასევე Open-channel-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

LITE-ON-ის კორპორატიული კლასის SSD-ები პოპულარულია მოწინავე Cloud პროვაიდერებში თავისი წარმოების და ტესტირების მკაცრი კონტროლის გამო. Forward Insights-ის მონაცემებით, კომპანია LITE-ON-ს უკავია მსოფლიოში მე-3 ადგილი PCIe SSD-ის გაყიდვებისგან მიღებული შემოსვალებით 2019 წლის პირველ კვარტალის ანგარიშში. 

image.jpeg 

კომპანიას გააჩნია მაღალტექნოლოგიური ავტომატიზირებული წარმოება და შესაბამისობის სერთიფიკატების დიდი რაოდენობა, ისეთების, როგორიცაა UNH-IOL (University of New Hampshire InterOperability Laboratory) და TCG (Trusted Computing Group) Opal 2.0, რაც საშუალება იძლევა, რომ მის მიერ გამოშვებული დრაივერები მიჩნეულ იქნას ერთ-ერთ ყველაზე სანდო და მაღალი წარმადობის გადაწყვეტილებად კორპორატიული სეგმენტში კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებთან მუშაობის კუთხით. 

image.jpeg 

ასევე კომპანიამ წარადგინა SSD-ები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ეს SSD გამოირჩევა დარტყმაგამძლეობით, ტემპერატურული რეჟიმების გაუმჯობესებული მაჩვენებლებით და სტაბილური წარმადობით. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ინტეგრირებად სისტემებში, კომპიუტერებში და გეიმინგ-სისტემებში. 

 

AI და IoT-ის სწრაფი განვითარების პირობებში, კორპორატიული დამკვეთები სულ უფრო მეტად მომთხოვნები ხდებიან მონაცემთა შენახვის სისტემების მიმართ სერვერულ და cloud სისტემებში და მონაცემთა ცენტრებში. LITE-ON Storage-ის მდიდარი შესაძლებლობები მიღწეულ იქნა მაღალი კლასის პროფესიონალების მიერ, აგრეთვე მიკროპროგრამული უზრუნველყოფის ექსკლუზიური მხარდაჭერით. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ სერვერების და მონაცემთა ბაზების დამუშვებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური გადაწყვეტა, რომელიც საჭიროა შემდგომი მხარდაჭერისთვის cloud სერვისების სფეროში  განაცხად LITE-ON Storage-ის დირექტორმა. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.