Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ცნობილია, Sony და Microsoft თავიანთ გეიმინგ-კონსოლებში იყენებენ კომპანია AMD-ის ცალკრისტალიან სისტემების სპეციალურ ვერსიებს. ეს შესაძლებელი პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, რომელიც შემუშავებულია მომხმარებლების საჭიროების მიხედვით. ამჯერად კი სრულიად მოულოდნელად AMD-მა და Samsung Electronics-მა განაცხადეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ეხება ცალკრისტალიან მობილურ Exynos-სისტემებს, რომლებიც უფრო ენერგოეფექტური და მაღალი წარმადობის მქონე გახდება. 

image.jpeg 

პარტნიორბის ფარგლებში Samsung მოახდენს AMD-ის გრაფიკული განყოფილების ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებას, კონცენტრირდება მოწინავე გრაფიკულ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ მობილურ სისტემებში, პირველ რიგში კი სმარტფონებში. 

„ჩვენ ვემზადებით ტექნოლოგიებში გარღვევებისათვის და ამიტომ მუდმივად ვიკვლევთ ახალ შესაძლებლობებს. AMD-სთან პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს გავიტანოთ ბაზარზე ნოვატორული გრაფიკული პროდუქტები და გადაწყვეტილებები მობილური აპლიკაციებისთვის“ - განაცხადა  Samsung-ის წარმომადგენელმა. – „AMD-სთან პარტნიორობით მოველით ნოვაციების დაჩქარებას მობილური გრაფიკის ტექნოლოგიების სფეროში, რისი წყალობითაც მობილური გამომთვლელი გადაწყვეტილებები ახალ დონეზე გადავა“. 

image.jpeg 

ცნობილი ჯერჯერობით ის გახლავთ, რომ AMD მისცემს ლიცენზიას Samsung-ს გრაფიკის განსაკუთრებულ ვერსიაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ არქიტექტურა RDNA-ზე (სწორე იგი იქნება მომავალი 7-ნანომეტრიანი Navi-ვიდეო ბარათების საფუძველი). თავის მხრივ Samsung ვადებულებას აიღებს გადაიხადოს AMD-ის ტექნოლოგიისათვის. როგორც ცნობილია, RDNA არქიტექტურა შეიქმნა მაქსიმალურად მასშტაბირებადი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, მაქსიმალურად ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებისთვის. 

  • Like 1
  • Upvote 2
Posted

კიდევ ერთი კარგი ამბავი ამდსთვის

სამსუნგიც ჭკვიანურად იქცევა, გამართლებული "სტავკაა"

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.