Jump to content

Recommended Posts

Posted

თაღლითებს, რომლებიც გაცნობის ვებ-გვერდებს მომხმარებლების მოსატყუებლად იყენებენ, გამოავლენს ხელოვნური ინტელექტის სპეციალური სახეობა, რომელზეც ერთობლივად მუშაობენ ბრიტანელი, ამრიკელი და ავსტრალიელი მეცნიერები. ნეირონული ქსელი აანალიზებს რეალურ პროფილებს, შეტყობინებებსა და გამოსახულებებს, რათა უეთ განსაზღვროს თაღლიების პროფილების გაფორმების ტიპური სქემები. 

ანალიზის ნიმუშში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი იკვევს, შედის ასაკი, სქესი და ეთნიკური მიკუთვნებულობა, აგრეთვე აღწერის ტექსტი. მკვლევარების შეტყობინებით, წინასწარ ტესტებში სისტემამ დაამტკიცა სიზუსტე თაღლითების აღმოჩენისას 93 % შემთხვევაში. 

image.jpeg 

მეცნიერების თქმით, მათ ამგვარ სისტემაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დიდი ბრიტანეთის პოლიციის სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2018 წელს ბრიტანელებმა ჯამში დაალოებით 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაკარგეს სწორედ აპლიკაციებში მოქმედი თაღლითების ძალისხმევით. მსხვერპლის 63%-ს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები შეადგენენ. 

ბრიტანელი, ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დაიწყო მუშაობა სისტემაზე და გაირკვა, რომ ყალბი პროფილების შემქმნელების უმეტესობა მამაკაცი (60%), მათი საშუალო ასაკი კი 50 წელს შეადგენს. 

მკვლევარების თქმით, თაღლითების პროფილებზე ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო ემოციური გამომეტყველებები ამსახველი და გრძნობების აღმძრავი ფოტოები, აგრეთვე სიტყვები - „მზრუნველი, ვნებიანი, მოსიყვარულე“.  

სისტემამ სწავლება გაიარა თთქმის 15 ათასი ანკეტის საფუძველზე, რომლებიც განთავსებული იყო გაცნობის უფასო ვებ-გვერდზე - ‘N More. საბოლოო ჯამში მეცნიერთა გუნდი იმედოვნებს, რომ შექმნიან ადრეული გაფრთხილების ისეთ სისტემას, რომელიც შეძლებს კომუნიკაციის საწყის ეტაპზევე გამოავლინოს მატყუარა. 

https://hightech.fm/2019/06/01/dating 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.