Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-სა და ჩნეთს შორის სავაჭრო ომის შეწყვეტის შანსი კიდევ უფრო შემცირდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ქმნის უცხოური კომპანიების საკუთარ „შავ სიას“, რაც Huawei-ს წინააღმდეგ მიღებული შეზღუდვებისა და წნეხის საპასუხო იქნება. 

image.jpeg 

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა Gao Feng-მა განაცხადა, რომ იქნება ორგანიზაციების ჩამონათვალი და მასში შევა ის საზღვარგარეთული კომპანიები, რომლებმაც შეწყვიტეს ან შეზღუდეს თავიანთი ბიზნესი ჩინურ კომპანიებთან. 

„უცხოური საწარმოები, ორგანიზაციები ან ცალკეული პირები, რომლებიც არ იცავენ ბაზრის წესებს, არღვევენ კონტრაქტს, დებენ ბლოკადას ან წყვეტენ მიწოდებას ჩინურ კომპანიებთან, აყენებენ სერიოზულ ზარალს ჩინური კომპანიების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს - შევლენ „არასანდო სუბიექტების სიაში“ - ციტირებენ სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს ადგილობრივი მედიასაშუალებები. 

ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო ზომას იმაზე, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ კომპანია Huawei და მისი 68 ფილიალი შეიყვანა სიაში „Entity List“ - როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე.  

ვაშინგტონის მიერ დაწესებული შეზღუდვის შემდეგ რამდენიმე მსხვილმა ტექნოგიგანტმა, მათ შორის Google-მა, Intel-მა და Qualcomm-მა, თანამშრომლობა შეწყვიტეს ჩინურ კომპანიასთან. Huawei-ს ელისუფლების განცხადებით, მსგავრი რამ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს კომპანიის საქმიანობაზე და ლახავს მის რეპუტაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

წყარო: 3dnews.ru

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.