Magdalena Posted May 31, 2019 Posted May 31, 2019 AMD X570 ჩიპსეტზე შექმნილმა დედა დაფებმა საფუძველი დაუდეს SSD ბარათების ახალ თაობას, რომელიც მონაცემთა გაცვლის არნახული სიჩქარით ხასიათდება. MSI-მა უკვე წარადგინა NVMe SSD მონაცემთა წაკითხვის სიჩქარით - 5000 მბ/წმ, Corsair-მა კი დააანონსა მოდელი NVMe ინტერფეისით, რომლის სიჩქარე დაახლოებით 4950 მბ/წამშია. შედარებისათვის, ბოლო თაობის PCIe 3.0 NVMe დრაივები, მაგალითად Samsung 970 EVO Plus, წარმოდგენილი იყო მონაცემთა ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარით - 3500 მბ/წმ. ამჯერად კი Gigabyte Aorus-მა დააანონსა Aorus AIC Gen4. ეს არის PCIe 4.0 დრაივი 8-ტერაბაიტიანი მოცულობით. მონაცემთა წაკითხვის სიჩქარე აღწევს 15 გბ/წმ-ს კონფიგურაციაში - RAID 0 ოთხ M.2 SSD-სთან ერთად. ასეთი შედეგის მისაღებად მწარმოებლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. მოწყობილობა წარმოდგენილია გაგრილების სისტემით, თანამედროვე ვიდეო ბარათებისათვის დამახასიათებელი ზომით და ალუმინის კორპუსით. მოწყობილობას ასევე აქვს ვენტილატორი გაგრილების ეფექტურობის ამაღლებისათვის. მისი ფასი და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/27034/gigabyte-pcie-40-ssd-predlagaet-skorost-do-15-gbs 1 1
George Posted July 4, 2019 Posted July 4, 2019 გადამაქვს ეს თემაც ამდ მაზერების და პროცესორების განყოფილებაში, კიდე რამდენიმე თემა იყო ამდ ჩიპსეტი-მაზერები-პროცესორების თემატიკაზე რომელიც ამდ ვიდეოკარტების განყოფილებიდან ამ განყოფილებაში გადმოვიტანე
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now